x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ხურიტები
ხურიტები


ხურიტები (Hurrians) იყვნენ იბერო-კავკასიური მოდგმის ხალხი, რომელთა ენაც ენათესავებოდა ურარტულს. ხურიტებმა შექმნეს ძალიან მძლავრი სახელმწიფო - მითანის სამეფო, რომელიც ჩამოყალიბდა ძვ.წ. მე-16 საუკუნეში და განადგურდა ძვ.წ. მე-13 საუკუნეში ასურეთის იმპერიის მიერ. ხურიტები მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ შუამდინარეთის ტერიტორიებზე, მდინარეების ხაბურისა და ბელიხის ხეობებში და ზემო დინებებში. ეს ტერიტორიები ძველბაბილონური წერილობითი წყაროების მიხედვით შედიოდა სუბართუში, რომლის მოსახლეობასაც საერთო სახელწოდება ჰქონდა - სუბარები ან სუბარელები (არსებობს ასევე სვანური გვარი სუბარი). ხურიტული ტომები და მათი ენა ენათესავებოდა ქართველურ ტომებს, მათს ენას და დიალექტებს და ასევე დღევანდელ ნახურ-დაღესტნურ ენებს და დიალექტებს. ისინი უძველესი იბერო-კავკასიელების შთამომავლები იყვნენ და რეგიონის ავტოქტონურ მოსახლეობას წარმოადგენდნენ.


ხურიტები


ანთროპოლოგიურად მათ მიაკუთვნებენ ასიროიდულ ტიპს. ხურიტები წარმოიშვნენ სამხრეთ კავკასიაში იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე ჰყვაოდა ცნობილი მტკვარ-არაქსის კულტურა და შემდგომ პერიოდში, დაახლოებით დღევანდელი აღმ. საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან მშვიდობიანად გავრცელდნენ უფრო სამხრეთის მიმართულებით. ხურიტებმა დიდი გავლენა მოახდინეს ხეთურ კულტურასა და რელიგიაზე, ასევე მეზობელ სემიტური მოდგმის ტომებზე. ძვ.წ. 23-ე საუკუნეში უკვე საკმაოდ ფეხი ჰქონდათ მოკიდებული ხურიტებს აქადების ჩრდილოეთ ტერიტორიებზე და ჰქონდატ რამდენიმე დიდი და წარმატებული ქალაქი, როგორებიცაა არაფხა, ურკეში და ა.შ. ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში ხურიტების ტერიტორიაზე შეიჭრა ინდო-ევროპული მცირე ეთნიკური ჯგუფი, რომელმაც მალევე განიცადა ხურიზაცია და ხურიტებთან განიცადეს ასიმილაცია. მათი კვალი კი მხოლოდ მითანის ღვთაებათა და პირთა, კერძოდ მეფეთა სახელებში და მეცხენეობასთან დაკავშირებულ ტერმინებში შემორჩა. მას შემდეგ, რაც დაეცა ხური-მითანის სამეფო ძვ.წ. მე-13 საუკუნეში ასურეთის იმპერიის გამო, ხურიტებმა წარმოქმნეს კიდევ ერთი სახელმწიფო - გუზანის სამეფო, რომელიც მოგვიანებით მთლიანად არამეული გახდა.






კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. მეცნიერება

10. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
466
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0