x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სააკაშვილი VS გაბუნია - პერო, სასარგებლო იდიოტი და ელიტურობა... „ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი“
image


მთავარ არხზე წუხელ გასულმა გიორგი გაბუნიას მონოლოგმა როგორც ჩანს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღაშფოთა. სააკაშვილი გაბუნიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სარკასტული ფრაზებით შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ არასოდეს არ ყოფილა ერთპიროვნული მმართველი.


„ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა მიხვდეს რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე. თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. მას აქვს უფლება გამოთქვას ყველანაირი აზრი და ხალხს ზუსტად ასევე აქვს უფლება ეს აზრი გაატაროს. Edison research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში - ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ-ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ. That’s how f-n democracy functions stupid! და ისე გილოცავთ ნათლისღებას!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.


შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად.


.

„სააკაშვილი არც მე მომწონს ბევრი გაგებით და შესაბამისად, არც არასოდეს ვყოფილვარ მასზე გადარეული“ „ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად. მას ამის უფლებას აღარავინ აღარ მისცემს. ეს თვითონაც კარგად იცის და ამიტომაც დათანხმდა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ბრძოლას“. - ამის შესახებ ახლადდაფუძნებული „მთავარი არხის“ საკვირაო გადაცემის „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავის მორიგ სკანდალურ მონოლოგში განაცხადა.

„რატომ აშინებენ ხალხს, თუ ქართული ოცნების ხელისუფლება არ იქნება, მიშა და მისი 9 წლიანი მმართველობა დაბრუნდება. წჯერ ერთი, ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა და ხალხი შეიცვალა, “ - აღნიშნა გაბუნიამ.


2
442
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
442
  
2020, 21 იანვარი, 9:52
ვითომ ახლა არ იცოდა მიშამ, რა უნდა ეთქვა გაბუნიას და მერე რა ,,რეჩი,, უნდა გამოეცხო ,,გაბრაზებულ,, გულზე)))
2020, 20 იანვარი, 15:04
სხვა რაღაცეებთან ერთად მიშას მახსოვრობის პრობლემაც ჰქონია.
0 1 2