ილო ბეროშვილი და ანი ბებია პირველ შვილს ელოდებიან - წყვილმა უკვე ბავშვის სქესიც გაამხილა
ილო ბეროშვილი და ანი ბებია ორ წელზე მეტია ერთად არიან. თავიდან ურთიერთობას მალავდნენ, მაგრამ ბოლო ერთი წელია ასე აღარ არის. ახლა კი სასიამოვნო სიახლე აქვთ და პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ანი და ილო ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, სრულფასოვანი ოჯახი აქვთ და მალე პატარა შეეძინებათ.
სიახლის შესახებ ანი ბებიამ "მხოლოდ ქართულის" ეთერში განაცხადა, ილომ კი მას სიხარულის ნიშნად მუცელზე აკოცა.
მოგვიანებით ილომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მალე ის და ანა ბიჭის მშობლები გახდებიან.
შეგახსენებთ, ილოს უკვე ჰყავს ორი გოგონა პირველი ქორწინებიდან, ანისთვის კი ეს პირველი შვილია.