x
image
Yoona
Mediator image
„მე ვიცი დღე, როცა აღარ ვიქნები“ – 6 ადამიანი, რომლებმაც საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველეს
ზოგჯერ ადამიანები ხუმრობის მანერით ამბობენ, რომ საკუთარი გარდაცვალების დღე წინასწარ იციან.

image

მარკ ტვენი

რთული სათქმელია, ავტორმა და სატირისტმა მარკ ტვენმა სიკვდილი იწინასწარმეტყველა თუ ეს ნებისყოფის ძალით გააკეთა. ტვენი 1835 წლის 30 ნოემბერს დაიბადა, სწორედ იმ დღეს, როცა ჰალეის კომეტამ დედამიწას გვერდზე ჩაუარა, რაც ყოველ 75 ან 76 წელში ერთხელ ხდება.


„ამ სამყაროში ჰალეის კომეტასთან ერთად მოვედი. ის მომავალ წელს გამოჩნდება. ჩვენ ერთად მოვედით და ერთად უნდა წავიდეთ“ - თქვა ტვენმა 1909 წელს.

მისი წინასწარმეტყველება სწორი აღმოჩნდა, რადგან 1910 წლის 21 აპრილს, კომეტის გამოჩენიდან მეორე დღეს ტვენი გულის შეტევით გარდაიცვალა.


აბრაამ ლინკოლნი

image

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აბრაამ ლინკოლნს უცნაური სიზმარი დაესიზმრა. თეთრი სახლის აღმოსავლეთ მხარეს მან ხის კარკასის კატაფალკი დაინახა, რომელსაც ჯარისკაცი იცავდა. ამაზე ჯარისკაცმა უპასუხა: „პრეზიდენტო, ის მკვლელმა მოკლა“.

ლინკოლმა სიზმრის ახსნა ვერ შეძლო და ერთი კვირის შემდეგ ამის შესახებ მეგობარს უამბო. სამი დღის შემდეგ ის მკვლელის ტყვიამ იმსხვერპლა, მოგვიანებით მისი სხეული თეთრი სხეულის აღმოსავლეთ ოთახში დაასვენეს.


ტუპაკ შაკური

image

ტუპაკის, ასევე ცნობილი, როგორც მაკაველის ცხოვრებისეული გზის არჩევანში ბევრი რამ გაკეთებულ იქნა. ცნობილია, რომ მოაზროვნე მაკიაველმა თავისი სიკვდილი არაერთხელ გააყალბა, რომ მტრებისგან თავი დაეღწია. ჩვენთვის უცნობია, ეს ტუპაკის განზრახვა იყო თუ არა, მაგრამ მან სიკვდილი არაერთხელ იწინასწარმეტყველა.

უფრო მეტიც, ტუპაკი რეპს კითხულობდა იმის შესახებ, თუ როგორ მოკვდებოდა („მე მომკლეს და შემიძლია გითხრათ, თუ ეს როგორ მოხდა“). მან შემთხვევით თავისი სიკვდილი 1994 წლის ინტერვიუში იწინასწარმეტყველა. როცა კითხეს, თუ 15 წლის შემდეგ სად იქნებოდა, მან უპასუხა: „საუკეთესო ვარიანტში (სცენარით) სასაფლაოზე“


ერნესტ ჰემინგუეი

image

ერნესტ ჰემინგუეის ოჯახის წყევლა ძალიან რეალურია და ეს მისით არ დაწყებულა. სამწუხაროა, რომ მამის, ერნეტს კლარენსის თვითმკვლელობამ როგორც მინიმუმ ჰემინგუების 4 თაობა იმსხვერპლა.

1928 წელს კლარენსი ქონების დაკარგვის გამო გულის დაავადებით, დიაბეტით, დეპრესიით იტანჯებოდა, შეიძლება სიგიჟეც აწუხებდა. ერნესტი გაოგნებული იყო, როცა გაიგო, რომ კლარენსმა თავი მოიკლა და მაშინ დაწერა: „მე ის ძალიან მიყვარს და ამის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ“. ასევე დაწერა: „სავარაუდოდ, მეც იმავე გზით წავალ“.

1961 წლის 2 ივლისს ცუდი ჯანმრთელობით და სიგიჟით დატანჯულმა ერნესტმა წინასწარმეტყველება აასრულა.


ბობ მარლი

image

როგორც ამბობენ, რეგის ლეგენდა ბობ მარლი ერთგვარი წინასწარმეტყველი იყო ხალხისთვის, რომლებიც მას ყველაზე უკეთ იცნობდნენ. მას მუსიკის წყალობით ყველაზე ცუდ დროშიც კი სხვების გულების განათება შეეძლო.

ბობ მარლის ერთ-ერთი მეგობარი ირწმუნება, რომ მარლიმ იწანასწარმეტყველა, რომ იმავე ასაკში დაიღუპებოდა, როგორც იესო, რომელიც ზოგიერთი ვერსიით 36 წლის იყო. 1981 წლის 11 მაისს, 2 თვის შემდეგ, რაც ბობ მარლი 36 წლის გახდა, მარლი თავის ტვინის და ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა, რომელიც ფეხის ცერა თითის მელანომით იყო გამოწვეული.


ჯონ ლენონი

image

1980 წლის გაზაფხულზე ჯონ ლენონი ცოლთან ერთად იახტაზე ისვენებდა, რომელიც ბერმუდის კუნძულისკენ მიემართებოდა. ბობოქარმა წყლებმა ნავი ისე ძლიერ შეარყია, რომ ლენონის გარდა მთელი ეკიპაჟი ზღვის დაავადებამ ისე დაასუსტა, რომ მოძრაობაც აღარ შეეძლოთ. ლენონმა იახტა შტორმიდან გამოიყვანა.

ეს მოვლენა სიმღერის „Borrowed Time” გამოჩენის მიზეზი გახდა, რომელიც ამის შემდეგ მალევე დაიწერა. 6 თვის შემდეგ, 1980 წლის 8 დეკემბერს ლენონი შეიარაღებულმა ადამიანმა ნიუ-იორკში საკუთარი ბინის წინ მოკლა. „ნასესხები დროის“ ტექსტში გვხვდება: „იცხოვრე ნასესხები დროით, არ იფიქრო მომავალზე“.


ასევე დაგაინტერესებთ:

სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები

image

სოფია - მოდელი, რომელმაც ინსტაგრამი თავისი წარბებით დაიპყრო

image

ერთი კითხვა, რომელმაც ალკოჰოლიკი, ურწმუნო ენტონი ჰოპკინსი ქრისტიანი გახადა

image

როგორ გამოიყურებოდნენ ყველაზე დიდებული ქალები ფოტოშოპის, სილიკონის და პლასტიკური ქირურგიის გარეშე

image

22 მსახიობი, რომლებმაც სოციალურ ქსელებს ბოიკოტი გამოუცხადეს

image

0
1227
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1227