კინო «ყველა მსახიობი დიპლომატი ვერ გახდება, მაგრამ ყველა დიპლომატი ვალდებულია მსახიობი იყოს» – ერთი როლის ისტორია 2020, 13 იანვარი, 10:39 1982 წ. რეჟისორმა ს. დრუჟინინამ, ი. კალმანის ოპერეტის მიხედვით, მუსიკალური ფილმის – «ცირკის პრინცესას» გადაღება დაიწყო. იდუმალი მისტერ იქსის როლზე მას სახელგანთქმული ბალერონის მარის ლიეპას მიწვევა უნდოდა და რეჟისორი დიდ თეატრში სპექტაკლზე დასასწრებად მივიდა, რომ მისი თამაში კიდევ ერთხელ ენახა... და შესვენების დროს, ის შემთხვევით ახალგაზრდა კაცს შეხვდა, რომელის გარეგნობა, მთავარ გმირზე მის წარმოდგენებს, იდეალურად შეესაბამებოდა. რეჟისორი, იმ იმედით, რომ ახალგაზრდა კაცი თეატრალურზე თუ არ სწავლობდა, მოცეკვავე მაინც იყო, მომავალ ვარსკვლავთან, გასაცნობად მივიდა. მაგრამ, ის არც მსახიობი იყო, არც მოცეკვავე და საერთოდ, უცხოელი აღმოჩნდა. რეჟისორმა ახალგაზრდა კაცი მოსფილმში მიიწვია. მაგრამ, ის ფილმში გადაღებაზე მაშინვე არ დათანხმდა და თქვა, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, თანხმობა მამისგან უნდა მიეღო... და მიიღო კიდეც: «ცირკის პრინცესას» მთავარი როლის შემსრულებელი იგორ კებლუშეკი ჩეხოსლოვაკიის დიპლომატის შვილი იყო და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი სწავლობდა. ის დიპლმატობას აპირებდა და კინოში გადაღებაზე არასდროს უფიქრია. იგორის დარწმუნების შემდეგ, რეჟისორს კიდევ ერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია. «გოსკინოს» ჩინოვნიკები (იმ დროს ფილმები სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა და მათი თანხმობის გარეშე, ფილმს ვერ გადაიღებდნენ) არაფრით თანხმდებოდნენ, ფილმის მთავარ როლზე, არაპროფესიონალი მსახიობის და თან უცხოელის აყვანაზე. მათ მხოლოდ მას შემდეგ დაიხიეს უკან, რაც სასინჯი მასალა ნახედ და დარწმუნდნენ, რომ ახალგაზრდა კაცი გარეგმობით, მართლაც რომ გამორჩეული იყო. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მომავალ დიპლომატს წარმოუდგენელი წარმატება ელოდა. თაყვანისმცემლების არმია მას არც ინსტიტუტში ასვენებდა და არც საერთო საცხოვრებელში. საქმე იქამდე მივიდა, რომ ის საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადავიდა და რადგან ბოლო კურსზე სწავლობდა, დიპლომის მიღების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. როგორც დღეს, ერთი როლის ვარსკვლავი აღნიშნავს, საბედნიეროდ, ჩეხოსლოვაკიაში ფილმი ნანახი არ ჰქონდათ და მას იქ არავინ იცნობდა. იგორ კებლუშეკმა თითქმის 10 წლი დიპლომატიას მიუძღვნა, ხოლო შემდეგ, ბიზნესი წამოიწყო. ის სარეკლამო და კომერციულ საკითხებში, კონსულტაციის კომპანიების მფლობელია. ცხოვრობს პრაღაში, ჰყავს მეუთლე და სამი შვილი. 97 3-ს მოსწონს
|