x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნაკლებად ცნობილი ფაქტები «რემბოს» შესახებ
image


ჯონ რემბო მხოლოდ სტალონეს ყველაზე წარმატებული როლი კი არა, ის უკვე დამოუკიდებელი ფიგურაა თანამედროვე პოპ-კულტურაში. არის შემთხვევები, როდესაც რემბოს ამა თუ იმ ადამიანს, ან ადამიანის ქმედებას ადარებენ, მაგრამ იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ როლის შემსრულებელზე. და მაინც, რა დგას ამ როლის უკან, როგორ დაიწყო რემბოს ისტორია და რა გზა გამოიარა, რომ ჩვენამდე მოსულიყო?



რემბო – არის წიგნი


imageრომანის - «პირველი სისხლის» გარეყდა


ფილმის, «პირველი სისხლის» სცენარი, იმავე სახელწოდების, დევიდ მორელის რომანის მიხედვით დაიწერა. წიგნის წერა ავტორმა ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაიწყო და მისი შთაგონების წყაროს ვიეტნამის ომიდან დაბრუნებული მეგობრების მიერ მოყოლილი ამბები წარმოადგენდა. წიგნი პირველად 1972 წელს გამოიცა და მიუხედავად იმისა, რომ ავტორის სადებიუტო ნაწარმოები იყო, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ის მალევე მოხვდა ჰოლივუდის პროდიუსერების თვალთახედვის არეში, რომლებმაც წიგნის გამოსვლის პირველსავე წელს, მისი ეკრანიზაციის უფლება ავტორისგან გამოისყიდეს. მაგრამ, იმის გამო, რომ სცენარი არაერთხელ გადაიწერა და მთავარი როლის შემსრულებელიც არაერთხელ შეიცვალა... თუმცა, ამაზე შემდეგ გვექნება საუბარი.



რემბო – ვაშლია


image


რემბო – ფილმის გამოსვლისთანავე, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს ეროვნილ გმირად იქცა. დიდმა თუ პატარამ, მაშინ და დღესაც, მხოლოდ ამერიკაში კი არა, მთელ მსოფლიოში, იცის, ვინ არის რემბო. მაგრამ, როდესაც მორელმა წიგნზე დაიწყო მუშაობა, სახელი მთავარი გმირისთვის ვერაფრით მოიფიქრა. და მაშინ, დილემის წინაშე მდგარ მწერალს მეუღლე დაეხმარა, უფრო სწორად, მის მიერ მიტანილი თეფში, რომელზეც ვაშლი იდო. მწერალს ისე მოეწონა ვაშლი, რომ მისი ჯიშის გარკვევა გადაწყვიტა და როდესაც გაიგო, ის «რემბოს» ჯიშის იყო, როგორც თავად აღნიშნა, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო: «როდესაც ეს სახელი გავიგე, მივხვდი, რომ ძლიერად ჟღერდა და მაშინვე გადავწყვიტე, მისთვის ვაშლის სახელი დამერქვა».



რემბო – რეალური ადამიანი იყო


imageოდი ლეონ მერფი II მსოფლიო ომის ვეტერანი, ჯონ რემბოს პროტოტიპი


როგორც უკვე აღვნიშნეთ, რემბოს სახე, ავტორის მეგობრების, ომისდროინდელი მოგონებებით იქმნებოდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორელს შთაგონების კონკრეტული წყარო არ ჰყავდა. ის, რა თქმა უნდა, ომის გმირი უნდა ყოფილიყო და ასეც იყო. რემბოს პროტიტიპი ოდი მერფია – ადამიანი, რომელიც ერთდროულად ლეგენდარული და ტრაგიკული იყო, სწორედ ისეთი, როგორიც რემბოა.

პიერ ჰარბორნის ბაზაზე იაპონელების თავდასხმის შემდეგ (1941 წ. 26 ნოემბერი), 16 წლის ოდიმ ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მოხალისეთა რაზმში არ ჩარიცხეს. მიზეზი კი ის იყო, რომ საბუთების წარდგენის მომენტისთვის, მისი ფიზიკური მონაცემები დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა – დაბალი და გამხდარი იყო და ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგრამ, მერფი ამან ვერ შეაჩერა. იმდენი გააკეთა, რომ 1942 წ. სამხედრო სამსახურში აიყვანეს, ხოლო 1943 წ. უკვე ევროპაში აღმოჩნდა. ახალგაზრდა ისე თავგანწირვით იბრძოდა, რომ როდესაც ომი დასრულდა, მას მკერდი აშშ-ში არსებული ყველა სახის სამხედრო ჯილდოთი ჰქონდა შემკული. გარდა ამისა, რამდენიმე ფრანგული და ბელგიური ჯილდოც ჰქონდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომის დამთავრების მომენტისთვის, მერფი მხოლოდ 20 წლის იყო.



კანდიდატები როლზე და გზა ეკრანამდე


imageრეჟისორი ტედ კოტჩოფი და სილვესტერ სტალონე «პირველი სისხლის» გადაღებისას, კანადა.


რემბოს როლზე იმ პერიოდში პოპულარული, არაერთი მსახიობი მოიაზრებოდა. მისი როლი შეიძლება შეესრულებინა, მაგ., ჯონ ტრავოლტას და დასტინ ჰოფმანსაც კი. არა, რეჟისორი შეშლილი არ იყო, უბრალოდ, სცენარი არაერთხელ გადაიწერა და ყოველ ჯერზე, რადგან გმირის სახე იცვლებოდა, როლზე ახალ მსახიობს იწვევდნენ. სცენარის ბოლო ვარიანტის დამტკიცების შემდეგ ალ პაჩინო მიიწვიეს. ის ჯერ დათანხმდა, ხოლო მოგვიანებით, თავადვე გავიდა პროექტიდან. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას უნდოდა მისი გმირი კანტუზირებული და ცოტა შეშლილი ყოფილიყო, მაგრამ პროდიუსერებთან შეთანხმება ვერ მოახერხა, პროექტი დატოვა და მისი ადგილი სტალონემ დაიკავა.

და მალევე ინანა...


«პირველი სისხლი» ეკრანებამდე ათწლეულის მანძილზე მიდიოდა. თავდაპირბელად, ეკრანიზაციის უფლება Columbia Pictures-ს ჰქონდა. შემდეგ, კომპანიამ ის უორნერებს მიჰყიდა, რომლებმაც საქმეს თავი ვერ მოაბეს და ბოლოს, პროექტი პროდიუსერების – მარიო კასარის და ენდრიუ ჯ. ვაინას ხელში მოხვდა.

სცენარი მანამდეც და სახელოვან პროდიუსერებთან მოხვედრის შემდეგ, არაერთხელ გადაიწერა. ნაწილი ემატებოდა, რაღაცები აკლდებოდა. დაახლოებით 26 ახალი შესწორება იყო შეტანილი. მათ შორის, ერთი ნაწილი, სტალონემაც დაწერა და სცენარის თანაავტორობისთვის, ჰონორარის სახით, 3, 5 მლნ. დოლარი მიიღო. მაგრამ, საერთო ჯამში, ის მაინც უკმაყოფილო იყო, – თვლიდა, რომ ისტორია დასახვეწი იყო (რემბო ხან მეტისმეტად მოლაპარაკე, ხან კი, ზედმეტად აგრესიული იყო) და მას პროექტის კარმაც აღიზიანებდა: ფილმი 10 წელი იყო წარმოებაში.

და ფილმის გადაღების და მონტაჟის შემდეგაც კი, მსახიობები იმდენად განიცდიდნენ სკეპტიციზმს, რომ ფულის შეგროვებას, ფილმის ორიგინალის გამოსყიდვას და განადგურება აპირებდნენ. შესაძლებელია, მათი უკმაყოფილების მიზეზი ფილმის ქრონომეტრაჟი იყო: პირველ ვერსიაში ფილმი 3 სთ-იანი იყო. შემდეგ, 40 წუთით შეამცირეს (რომელიც სტალონეს უკვე მოეწონა), ხოლო შემდეგ, 90 წუთამდე დაიყვანეს და ფილმი გადარჩა.



ორი დასასრული


ფილმის დასასრული, მის ორიგინალურ ვერსიაში ტრაგიკული იყო. დაჭრილი რემბო სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ არ ნებდებოდა. მას სიცოცხლე არ უნდოდა, რადგან ომის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. მისი ბოლო სიტყვები ასე ჟღერდა: «ომში მე ტექნიკას მანდობდნენ, რომელიც მილიონობით დოლარი ღირდა, ხოლო სახლში, სამუშაოზე მოწყობაც არ შემიძლია» და ის სთხოვს პოლკოვნიკ ტრაუტმანს, რომ მისი ტანჯვა დაასრულოს.

ფილმი ისე მთავრდებოდა, როგორც რომანი და როგორც რემბოს პროტოტიპის სიცოცხლე დასრულდა: დემობილიზაციის შემდეგ, მერფი პოსტტრავმული სინდრომით იტანჯებოდა და ალკოჰოლს მიეძალა. ის 45 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა. თვითმფრინავი კერძო იყო და მასში მხოლოდ პილოტი და მერფი იყვნენ. კატასტროფის მიზეზი უცნობია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომიდან დაბრუნების შემდეგ, ოდი მერფმა წარმატებული კინოკარიერა შეიქმნა, გადაღებულია 44 ფილმში, მათ შორის, საკუთარი თავი ითამაშა ავტობიოგრაფიულ ფილმში – «To Hell and Back» («ჯოჯოხეთში და უკან»). თუმცა, როგორც ჩანს, საკუთარი ცხოვრებით მაინც უკმაყოფილო იყო.



image


ფილმის ტესტური ჩვენების დროს, ასეთმა დასასრულმა, მაყურებელის შეშფოთება გამოიწვია: ყველა, ცუდად, თუ კარგად, მაინც პოზიტიურ დასასრულს ითხოვდა. მათი აზრი გაითვალისწინეს და ბოლო სცენები ახლიდან გადაიღეს. საბედნიეროდ, ფილმის დაწუნებული და ამოჭრილი ფრაგმენტი გადარჩა და უკვე მეოთხე ფილმში, რემბოს კოშმარული სიზმრის სახით შევიდა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image10 ლეგენდარული კინოროლი, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ
20 ყველაზე ძვირადღირებული როლი ჰოლივუდის ისტორიაში
80-90-იანი წლწბის სექს-სიმბოლოები, რომლებსაც ამ საუკუნეში არ გაუმართლათ






3
1025
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1025
  
2018, 27 ნოემბერი, 0:14
ვერ გავიგე აქ ფოტოს ატვირტვა .ხოდოროვსკის ფილმის ფოტო დავდე და ვერ გავიგე სად აიტვირთა
2018, 26 ნოემბერი, 20:45
საინტერესოა
0 1 3