x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
80-90-იანი წლწბის სექს-სიმბოლოები, რომლებსაც ამ საუკუნეში არ გაუმართლათ
ბრენდან ფრეიზერი


image

image

90-იანი წლების ბოლოს კანადელ ფრეიზერს Backstreet Boys-ის ჯგუფის წევრის გარეგნობა ჰქონდა. წლები გავიდა, იმ ბიჭების ჯგუფის წევრები დღესაც კარგად გამოიყურებიან, რასაც ვერ ვიტყვით ჰოლივუდის ვარსკვლავზე. მსახიობმა მხოლოდ რამდენიმე წლის მანძილზე შეძლო ფორმის შენარჩუნება — «მუმიის» წარმატების შემდეგ, მან წონაში მოიმატა და ეკრანიდან თითქმის გაქრა. დღეს ფრეიზერი მულტიპლიკაციური ფილმეტის გმირებს ახმოვანებ და საკუთარი თავის ფორმაში მოყვანას, კადრს მიღმა ყოფნა ურჩევნის. «მუმიის» ბოლო ნაწილი 2008 წელს გამოვიდა ეკრანებზე და თუ კიდევ ერთი ფილმი იქნება, მსახიობს წონის დაკლება მოუწევს.



მეგ რაიანი



image


ამერიკული კომედიების დედოფლის, მაყურებლების საყვარელი მსახიობის და 80-იანი წლების ყველაზე მთავარი და მაღალანაზღაურებადი ჰოლივუდის ვარსკვლავის კარიერა 2000 წელს დაიმსხვრა, როდესაც მან ფილმ – «ცხოვრების მტკიცებულების» გადაღების დროს, რომანი გააბა რასელ ქროუსთან, რითაც — მაყურებლის თვალში — დენის კუეიდთან, თავისი იდეალური ოჯახი დაანგრია. ქროუსთან ურთიერთობა მალევე დასრულდა, ისევე როგორც საინტერესო შემოთავაზებები, სამუშაოსთან დაკავშირებით. უკანასკნელი დასამახსოვრებელი ფილმი მისი მონაწილეობით, 2001 წელს გადაღებული «ქეითი და ლეონი» არის, რომელშიც ის ქეითის როლს ასრულებს.



ველ კილმერი


image


ქილმერის ცხოვრებაში 80-იან წლებში ყველაფერი საუკეთესოდ იყო, 90-იანებში – კარგად, ხოლო შემდეგ – არც თუ ისე კარგად. მისი სამსახიობო კარიერა იმის მტკიცებულებად გამოდგება, რომ ჩავარდნისგან არავინ არის დაზღვეული. ბევრ მაღალრეიტუნგულ ფილმში თაამაშის მიუხედავად, ოლივერ სტოუნის «ალექსანდრეს» ხმაურიანი ჩავარდნის შემდეგ, მისი კარიერა სულ უკან-უკან წავიდა.

image

image

ამის შემდეგ, მსახიობი თავის რანჩოზე ჩაიკეტა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება დაიწყო. როდესაც ფერმერობა მობეზრდა, პოლიტიკაში სცადა ბედი. საკუთარი კანდიდატურა ნიუ-მეხიკოს გუბერნატორის პოსტზე წამოაყენა, მაგრამ არჩევნები წააგო.



კეთლინ ტერნერი


image


80-იანი წლების პირველ ნახევარში ტერნერს ეკავა ნიშა, რომელიც თითქმის ათი წლის შემდეგ, შერონ სტოუნმა დაიკავა — სექსუალური ქერა ქალი, ძლიერი ხასიათით და იუმორის კარგი გრძნობით. ეს მომაკვდინებელი კოკტეილია ისეთ ჰიტებში, როგორებიც არის «ნილოსის მარგალიტი» და «როუზების ომი». უკანასკნელი მნიშვნოლოვანი როლი კეთლინმა 1994 წელს შესარულა, ფილმში «სერიული დედა». და მორჩა.

image

imageimageმსახიობის მზემ ჩასვენება დაიწყო. მიზეზი მარტივია — ალკოჰოლი. ტერნერს სულ უფრო იშვიათად იწვევდნენ ფილმებში. ამ ფონზე, მისმა გარეგნობამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალს, რომელსაც, ერთ დროს, ლორენ ბეკოლს ადარებდნენ, მამაკაცის როლზე მიიწვიეს სერიალში «მეგობრები».



მიკი რურკი


image


ოდესღაც მიკი რურკს ლამაზი, მორცხვი ადამიანის გარეგნობა ჰქონდა. მას თვითგანადგურების წლები დასჭირდა, რომ სრულიად შეცვლილიყო. სახის გამომსახველი, მოძრავი მიმიკა რეზინის ნიღაბმა ჩაანაცვლა, გაქრა პროპორვიები. კრივმა, ალკოჰოლმა და გაუთავებელმა წვეულებებმა — საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოს საუკეთესო მსახიობი, უსახო ადამიანად აქცია, რომელსაც ვეღარც კი ამჩნევდნენ. რეჟისორებმა და სცენარისტებმა ის საერთოდ დაივიწყეს. ხოლო შემთხვევითი, დაბალხარისხიან ფილმებში თამაშით გამომუშავებულ ჰონორარს, ძაღლებზე და პლასტიკურ ოპერაციებზე ხარჯავდა. რომ არა დარენ არონოფსკი, რომელმაც მიკი «რესლერიში» გადაიღო, წარმოდგენაც კი ძნელია, სად იქნებოდა ახლა მსახიობი.

image

image

image

ბედმა მას კიდევ ერთი შანსი მისცა და მიკი მას ჩაეჭიდა. მაგრამ, არც თუ ისე წარმატებით: ძალიან ბევრი დრო დაიკარგა, ძალიან ბევრმა კარგმა ფილმმა ჩაიარა მიკის გარეშე და კიდევ ეს სახე...



მიქელე პლაჩიდო


image


«მე მხოლოდ 38 წლის ვიყავი, მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და «რვაფეხაც» დაივიწყეს», — ამბობს 30 წლის შემდეგ მიქელე პლაჩიდო. ეს ახლა, მაგრამ 1984 წელს მილიონობით მაყურებელი მოუთმენლად ელოდა ახალი სერიის გამოსვლას. ხოლო როდესაც მთავარი გმირი, მაინც მოკლეს (თავად მსახიობის თხოვნით. მას არ უნდოდა ერთი როლის მსახიობი ყოფილიყო), ხალხმა წერილების წერა დაიწყო სცენარისტებთან, რომ მათი საყვარელი კომისარი როგორმე გაეცოცხლებინათ.

დღეს პლაჩიდოს რეჟისორობა უფრო აინტერესებს, ვიდრე კინომსახიობის კარიერა. და კიდევ, ის თეატრშიც თამაშობს, ძირითადად შექსპირის პიესებში.



შინეიდ ო’კონორი


image


დღეს, მაყურებელი ო’კონორს ერთი სიმღერით იცნობს — მაგრამ როგორით! სიმღერამ Nothing Compares 2 U, მომღერლის გადაპარსული თავით და უამრავი სკანდალით, ბევრ ადამიანს დაამახსოვრა თავი. შინეიდ ყოველთვის უპირისპირდება არა მარტო გარე ფაქტორებს, არამედ ებრძვის დემონებს საკუთარ თავშიც. ის უკვე დიდი ხნის წინ გამოვარდა პოპ-ლიგიდან და მისი ახალი ალბომები მხოლოდ კრიტიკოსებისთვის არის საინტერესო და ისიც ყოველთვის არა, ფართო მასებისთვის კი – შეუმჩნეველი რჩება.


0
1541
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0