ორსულობა და ბავშვი "მე მგონი ბებიებმა გამომიგზავნეს ეს ბავშვები იმ ქვეყნიდან"-ამერიკელმა ქალმა ერთ წელიწადში ორჯერ იმშობიარა ტყუპები 2020, 10 იანვარი, 11:24
ამერიკელმა ქალმა ალექსანდრია უოლისტონმა ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩიდან(შტატი ფლორიდა)ორჯერ იმშობიარა ტყუპები ერთ წელიწადში, ამის შესახებ იტყობინება, WPTV.
გასული წლის მარტში ალექსანდრიმ იმშობიარა ტყუპები, რომელსაც დაარქვა მარკი და მალაქია, მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ გაიგო, რომ ისევ ფეხმძიმედაა, 27 დეკემბერს ახალგაზრდა ქალს ისევ ტყუპები ეყოლა-კაილენი და კალები. "ვერასდროს ვივარაუდებდი, რომ ტყუპები მეყოლებოდა"-აღნიშნა უკვე 5 შვილის დედამ, ალექსანდრიას კიდევ ერთი, 3 წლის ქალიშვილი არ'მანი ჰყავს. როგორც გაირკვა, მრავაშვილიან დედის ბებიები ორივე მხრიდან ფეხმძიმედ იყვნენ ტყუპებზე, თუმცა ორივეს მუცელი მოეშალა. "ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ბებიებმა გამომიგზავნეს ეს ბავშვები ზეციდან"-აღნიშნა ალექსანდრიამ. 6 იანვარს პატარა კალები უკვე განოწერეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან, კაილენი ჯერჯერობით ისევ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშაა, მალე მასაც გამოწერენ. ოჯახი ელოდება სრულ შევსებას, რომ იზეიმონ, "მე ხომ ერთ წელიწადში ორჯერ მოვხსენი ჯეკპოტი"-აღნიშნა 25 წლის ქალმა. 347 4-ს მოსწონს
|