x
image
ეკა ლაცკა
"თუ დააჯერეთ ხალხი, რომ არც მისი წინაპარნი ვარგებულან, არც თვითონ აქვს რამე და არც იმის ჩამომავლობა შეჰქმნის რასმეს... ასეთი ხალხი წასულია "- მიხეილ ჯავახიშვილის წერილებიდან

image

მიხეილ ჯავახიშვილი წერილიდან

"მასალები ლექციისათვის" - 1927 წელი


ათჯერ და ასჯერ უთხარით ვინმეს, ჩააგონეთ და დააჯერეთ, რომ მისი მშობლები ლოთები იყვნენ, მისი პაპა და ბებია - ავაზაკი და მეძავი, ხოლო დანარჩენი წინაპრებად ველურები, ათაშანგიანები, უვიცები, კრეტინები და უბადრუკნი ჰყავდა.

დააჯერეთ, რომ თვითონ ისიც, ასეთი წინაპრების ღვიძლი შვილი, არაფრის არაფერია - ღატაკი, გონჯი, დაავადებული, უზნეო და უმეცარი.

მრავლად შეუშხაპუნეთ ამ ჯანმრთელ ადამიანს ეჭვის ბაქტერიები, ჩაუნერგეთ მტკიცე რწმენა თავისი არარაობისა და შემდეგ თვალყური აადევნეთ.


image


ეს ადამიანი სულიერად მოიშლება, მოიღუნება, მოტყდება და დაავადდება.

ამ სენს ჰქვიან ნებისყოფის აბულია.

ჰგდია ჯანსაღი ვაჟკაცი და თითსაც ვეღარ იქნევს, ჰგდია და ელოდება სიკვდილს. ზოგჯერ კი მოლოდინის უნარიც აღარ აქვს.

რა დაემართა ადამიანს?

თავისი თავის რწმენა დაეკარგა, სიცოცხლის უნარი დაუჩლუნგდა.

ტყუილად კი არ ამბობენ ფრანგები: თვითრწმენა გამარჯვების ნახევარიაო.

თუ დააჯერეთ ხალხი, რომ არც მისი წინაპარნი ვარგებულან, არც თვითონ აქვს რამე და არც იმის ჩამომავლობა შეჰქმნის რასმეს თვალსაჩინოს, თუ გამოაცილეთ თავისივე რწმენა და მოუშალეთ იმედი - ასეთი ხალხი წასულია, მისი დღენი დათვლილია.


image

ურწმუნობით მრავალია შეპყრობილი და ასეთი სულიერი მოდუნება გადამდებ სენივით ედება ჩვენი ხალხის მჩატე ნაწილს. მაგრამ ჩვენი ბიოლოგიური მოდუნება და სულიერ-პოტენციალური გაბერწება ზღაპარია, საფრთხობელაა, ლანდი.

ჩვენს ფიზიკურ აღნაგობაში განუყრელად ჩაღვრილია ბიოლოგიური გამძლეობა.

მარტო ეს ერთი მაგალითიც ნათლად ამტკიცებს ჩვენს უბერებლობას: მარტო წინა აზიაში, ჩვენს გვერდით და გარშემო ოციოდე დიდი ერი და სახელმწიფო დაიღუპა, ზოგნი კი მიილივნენ და დაიშრიტნენ. ეს ერები რიგრიგად გვფლობდნენ.


image

შემდეგ ბატონები რიგრიგადვე დაგვეხოცნენ,

ჩვენ კი ისევ ფეხზე ვდგევართ და ჩვენი გზით მივაბიჯებთ.

ამ გზაზედ მრავალჯერ ჩავვარდით სამარეში - ზოგჯერ ცალი ფეხით, ჯოგჯერ კიდევ ყელამდის.

ხალხთა ულეველ ჭიდილში ქართველ ხალხს, ებრაელთა უკვდავება და ჭიანჭველას ძალა აღმოაჩნდა:

ვინც შეჭმა დააპირა, ჩვენი შხამით მოიწამლა.


“,

"დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღრეჯილს, დაშინებულ და კბილებალესილ მგელს; ქართველებს გულში ჩირქი დაუგუბდათ და.."- მიხეილ ჯავახიშვილის " უბის წიგნაკიდან"

3
507
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
507
  
2020, 12 იანვარი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 10 იანვარი, 1:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 იანვარი, 16:36
ზედმეტი არც თვითკმაყოფილება ვარგა და არც თვითგვემა. ჩვენი წინაპრები იყვნენ კარგები და პატრიოტები,ამავე დროს კოსმოპოლიტები. მაგრამ,დღეს სხვა ვითარებაა და საქართველოში აღარ არის არც პატრიოტიზმი და არც კოსმოპოლიტიზმი. ის,რაც რუსებმა მოახერხეს ვერცერთმა ერმა თუ იმპერიამ ვერ შეძლო საქართველოში. ქართველ ხალხს დაუკარგეს საკუთარი თავის რწმენა და ასწავლეს უვოცობით სიამაყე. ყველას გაგვიგია ფრთოსანი ფრაზა "რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ" და ამ ფრააში რამხელა სისულელეა ვერც კი წარმოიდგენთ. აქედან გამომდინარეობს შოვინიზმი,რასიზმი და რელიგიური ფუნდამეტალიზმი,ასევე ის აზრი,რომ თურმე "ქართველობას გვართმევენ" და მასონები გვებრძვიან ა.შ. არავინ არავის ებრძვის და საქართველოს მტერი ისევ ქართველია. თუ ქართველი იაზროვნებს სახელმწიფოებრივად და იზრუნებს მის განვითარებაზე,მაშინ ვნახავთ ბევრ თანადგომას სხვა ერებისგან,მაგრამ თვითონ ქართველს არ ადარდებს ქვეყანა. თუ ვინმე გამოვა და დადებს განვითარების რამე გეგმას,მაშინ მას სოროსის მონას ან უცხოეთის აგენტს უწოდებენ და ეტყვიან,რომ მას ერის გადაშენება უნდა. ამ ქვეყანაში,თუ XVII საუკუნეში არ ხარ გარდაცვლილი არავინ არაფერს გიჯერებს და ყველანაირად ცდლობენ "გაგაჩერონ". სოციალ-დემოკრატებმა ილია გააჩერეს და ილია II ზვიადი გააჩერა. ეხლა ყველა ელოდება მათნაირ მოაზროვნეს თუ ლიდერს,მაგრამ არ იფიქროთ რო გაყოლას აპირებენ,არამედ თავიდან რო მოკლან. დღევანდელმა ქართველმა არ იცის რა არის ქართველობა,მაშასადამე მან არ იცის განვითარების გზა,მხოლოდ გაუნათლებლობის გზა,რომელიც რელიგიური რწმენის ურწმუნოებაში გადასვლით საზრდოობს.
0 1 3