რელიგია პატრიარქი რა დაუნდობეილიც იყო,ისაა ახლაც, 87 წლის ასაკში-დავით ბერძენიშვილი 2020, 8 იანვარი, 17:33 რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა "მთავარი აქცენტების" წუხანდელ ეთერში, სადაც საუბარი იყო ციხეში ჩატოვებულ გიორგი მამალაძეზე გაიხსენა თვითმფრინავის ბიჭების საქმე და შემდეგი განცხადება გააკეთა: ილია მეორე, მაშინაც 1984 წელს ძალზე შეხმატკბილებული იყო საბჭოთა ხელისუფლებასთან მისთვის მიუღებელი სასულიერო პირების დასჯაში, გაიოზ კერატიშვილი ჩამოიშორა.. 1983 წლის ნოემბერში თვითმფრინავის გატაცების ამბები, შემდეგ სასამართლო და შეწყალებეები არ არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის ისეთი თვალსაჩინო. ილია მეორე გამოიძახეს სასამართლოზე და თეოდორე ჩიხლაძე კაცი, რომელიც არც თვითმფრინავში ყოფილა და არც კი იცოდა არაფერი, 10 თვე არ ჰქონია ურთიერთობა თვითმფრინავის გამტაცებლებთან, აი ეს ადამიანი გამოაცხადეს ბანდის და გატაცების ხელმძღვანელად და მიუსაჯეს დახვრეტა...მაშინ სასამართლოზე ძალიან ყოჩაღად იქცეოდა, მან თქვა, რომ თუ ქმედებისთვის ისჯება, მაშინ მე რა შუაში ვარ და თუ იდეისთის ისჯება- მე ვარ ანტისაბჭოთა და არ მომწონხართ თქვენ და ა.შ.....მე ამას, იმისთის ვიხსენებ, რომ ილია მეორე მაშინდელ საბჭოთა ხელისუფლებასთან შეთანხმებით თუ შეკვეთით, სასამართლოზე სამარცხვინოდ მოიქცა.პატრიარქი ახლაც, 87 წლის ასაკში დაუნდობელია ვინც მას არ ეპუება და ერჩის, ერთი აგერ გყავდათ ეთერში(იგულისხმა მამა პეტრე ცაავა)ერთიც ციხეში, რომელზეც ვერც კი ვამობობ, რომ ციხეში ზის..ის ციხეში წევს"-განაცხადა "მთავარი აქცენტების" წუხანდელ ეთერში. შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სინოდმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, შეეწყალებინა მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე, ზურაბიშვილმა ის არ შეიწყალა. 1254 5-ს მოსწონს
|