სიახლეები მეცნიერებმა წნევის დამწევი საუკეთესო მცენარეული საშუალება აღმოაჩინეს 2020, 5 იანვარი, 17:41 ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ადამიანების უმეტესობას უვითარდება მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერტენზია და სისხლძარღვებში ფუნქციონალური დარღვევებიც კი, რომლებიც დაკავშირებულია დაბალი ხარისხის ანთებასთან. წამლის თერაპიის გარდა, კვებას მნიშვნელოვანი როლი აქვს მინიჭებული ამ დარღვევების დარეგულირებაში. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პოლიფენოლებით მდიდარი საკვები ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. წითელი მოცვი, შავი მოცვი, , წითელი თუ შავი მოცხარი არის პოლიფენოლების უმდიდრესი წყარო. ანა კივიმიანკიმ( Anne Kivimäki) საბუნებისმეტყველო მეცნიერების სადოქტორო დისერტაციაში(Food Science) 8-10 კვირის განმავლობაში იმ ვირთხებზე ატარებდა ექსპერიმენტებს, რომლებიც ჰიპერტონიით იყვნენ დაავადებულები და გულ-სისხძარღვთა პრობლემები ჰქონდათ. ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა კენკრის წვენებს (მოცვი, მოცხარი, მაყვალი) გენეტიკურად დაავადებულ ვირთხებს აძლევდა.კვლევის შედეგები MedicalIXpress-ში გამოქვეყნდა. დადგინდა, რომ კენკრეულიდან (მოცვი, მოცხარი) ყველა სასარგებლოა, თუმცა სისხლის წნევის დამწევი ყველაზე ეფექტური საშუალება წითელი მოცხარის წვენია. 1013 6-ს მოსწონს
|