x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პრომეთეს წამალი
პრომეთეს წამალი


პრომეთეს წამალი ან პრომეთეს ბალახი არის პრომეთეიონ ფარმაკონად (Prometheon Pharma) წოდებული უებრო სამკურნალო ბალახი და მისი წვენი. ამ წმინდა, საკურნალო წვენს წინასწარ შვიდგზის ნაკადში ნაბანი და შვიდგზის ქალღმერთ ჰეკატეს შეწევნის მთხოვნელი მედეა, შავ ღამეში კასპიის ნიჟარაში აგროვებდა იმ წითელი ყვავილისგან, რომელიც არწივის ნაკორტნი პრომეთეს სისხლისგან მორწყულ კავკასიის კლდეში იზრდებოდა (აპ. როდ. არგ., 3, 845-66). სხვა ცნობითაც, პრომეთეს წამალი კასპიის ნიჟარაში გროვდებოდა (კლეანტე იცნობს ფსევდო პლუტარქეს წყაროდან, ახსენებს თეოკრიტეც). პრომეთეს წამალი შედის კოლხი მედეას განთქმული ბაღის სამკურნალო ბალახთა სიაში, რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანელი მეცნიერი კურტ-იოაჰიმ შპრენგელი (1766-1833).


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0