x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პირქუში
პირქუში


პირქუში არის ღვთისშვილი, ლაშარელას მეგობარი წარმართულ ხევსურულ მითოლოგიაში. დიდი მჭედელი, სვანთა შავხანის ორეული ("პირქუში, მკეთე ყაწიმის"). კახეთში შეკრებილი მასალების მიხედვით, "პირქუში მჭედელი იყო, კოჭლი. ყველაზე ადრე გამოუჭედია სახნისი, ცული, წალდი და სხვა რკინეული. ხალხიც ძალიან აფასებდა. იტყოდნენ - ესაა ჩვენი ღმერთიო" (მიხ. ჩიქოვანი, "ქართული ფოლკლორი", II, 241).


პირქუში


მჭედელთა ღმერთის კოჭლობა საყურადღებო დეტალია. ბერძენთა მჭედელი ღმერთიც - ჰეფესტოც კოჭლი და შეუხედავია, ისიც ხევსურივით კუშტი, პირქუში, ამასთან, ადამიანთა შემწე, შრომისმოყვარე, სამართლიანია. შესაძლოა, მითებიც იყო, მაგრამ შემორჩა მხოლოდ ლექსი და სარიტუალო ფრაგმენტები, რაც სახის, (ხატის) სიძველეზე მეტყველებს. პირქუში ყმათა ქომაგი და კეთილისმსურველია, ხვნა-თესვა ასწავლა ხალხს.



პირქუში


ღმერთთა საკრებულოზე შეაგვინდა, ტირილით გამოჩნდა - "ქალივით ცრემლებს ღვრისაო - რად არ ინებე უფალო, სიცოცხლე ჩემის ყმისაო?" სანადიროდ წასულ ღვთისოს სიკვდილი შეხვედრია, წაყვანა განუზრახავს, ღვთისო შედავებია, პირქუშიც გამოქომაგებია, სამიოდე დღე კიდევ აცოცხლე ჩემი ყმაო. სიკვდილთან დავის ეს უძველესი მოტივი და მითი ასახულია ბრწყინვალე ლექსში, რაც გვიანდელი ვარიანტია: "ღვთის კარზე შავიყარენით" (გიორგი არაბულის თქმული, უჩა ცინდელიანის ჩაწერილი, "ხალხური პოეზია", I, 286).


პირქუში


აღწერილია ღვთისოს ჩასვლა საიქიოში: ვაი, რა ძნელი ყოფილა სამყოფი შავეთისაო, ვებრძოლე გასატეხადა, სუსტი მეგონა ხისაო, მაგრამ ყოფილა მაგარი, რკინისა, ფოლადისაო". დევთა ტყვეობიდან კოპალამ გამოიხსნა, შემდეგ მასზე ედავებოდა; მრისხანე ხატადაა ცნობილი პირქუში ახადსა და ბაცალიგოში. ქართული ჰეფესტოს სახე სრულიად დამოუკიდებელია, მაგრამ ჰგავს ჰეფესტოს.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0