x
დაშინებული თუ "ფეხებზე მკიდია" თაობა?!

imageდროსთან ერთად ყველაფერი იცვლება..იცვლება თაობები, სიტუაციები, პოლიტიკური მოძრაობები, მაგრამ ყოველთვის არის ის ერთი პრობლემა, რომელსაც გაუცხოვება ჰქვია, თუმცა დღეს ამ გაუცხოვებაზე ლაპარაკს არ ვაპირებ..უბრალოდ მინდა ახალგაზრდებზე ვისაუბრო..ჩვენს თაობაზე..დღეს-დღეობით ახალგაზრდებში პასიურობა შეინიშნება და ეს მაფიქრებს ძალიან..დაშინებულია ეს თაობა, თუ მართლა ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ?..ქვეყნის ბედი ახალგაზრდებზეა დამოკიდებული..ახალ, მოაზროვნე თაობაზე, მაგრამ სადაა ეს მოაზროვნე თაობა? მხოლოდ თავის თავზე ზრუნვაში ხარჯავენ მთელ დროს და ქვეყნისთვის არათუ არაფერს აკეთებენ, არც კი ფიქრობენ ამაზე..დიახ ახალგაზრდებო, რატომ გგონიათ რომ თუ პოლიტიკაში ჩაერევით ეს ცუდად გამოჩნდება?არ გეკადრებათ?აქ პოლიტიკაზე აღარაა საუბარი..აქ სიმართლესა და სამართლიანობაზეა..როდემდე უნდა იყოთ კომპიუტერს მიჯაჭვული, არარეალური ურთიერთობებით გატაცებულნი?..რატომ არავინ იღებს ხმას? თუ როგორც ერთ-ერთმა აქ მყოფმა მითხრა, რატომ უნდა შევიქმნა პრობლემა, არ მირჩევნია სახლში ვიჯდეო, მართლა ასეა? ამიტომაცაა ასე აშკარად რომ გვატყუებენ, თვალში ნაცარს გვაყრიან..ჩვენ, ახალგაზრდები კი ჩუმად ვართ და მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში ლაქლაქით ვიოხებთ გულს..იქნებ ქვეყნის ბედიც სოციალური მიმოწერით გვარდება?..არ ვიცი, არ ვიცი..უბრალოდ ძალიან არ მომწონს დღევანდელი მდგომარეობა..ჩხუბი და აქცია თუ მოაწყო ვინმემ, გარბიან, საკუთარი პროტესტი კი არავის გააჩნია..მაგალითად, სტუდენტებს რომ სწავლის ფულის გადახდა უჭირთ, რატომ არ აპროტესტებენ ამას? ყველაფერს თავისი დრო აქვს და მიშა გადადექის ძახილს იმაზე გამოთქვან პროტესტი რაც მართლა აწუხებთ არ ჯობს? ან ეს სტუდენტური დასაქმებები..ცოტა მეტი მაინც იყოს ანაზღაურება, რომ სწავლის ფული დავფაროთ..არავინ ზრუნავს ჩვენს განათლებაზე, ასეთი სისტემაა, "რაც გინდათ ის გიქნიათ"..რეალურად კი არსებობენ ბავშვები ვისაც უჭირს, სწავლობს, უნდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ ახერხებეს გრანტის მოპოვებას რადგან მასწავლებელთან ვერ ემზადება..დღეს კი ისეა პროგრამა აწყობილი, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს შეძლებ, თუ ძალიან ნიჭიერი არ ხარ..ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ მათქმევინეთ რაც მაწუხებს და შემარგეთ ეს ოხერი დემოკრატია...კიდევ, ეს ინგლისური რომ ქართულზე მეტად გახადეს მნიშვნელოვანი..რატომ არ ამოიღებს ხმას არავინ?..ქართველი ერი კარგავს ინდივიდუალურობას..ენა, მამული, სარწმუნოება, ნეტავ რომელიღა გვეკუთვნის ისე რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგეს..ოჰ, საქართველოვ, საით მიექანებიი?!..

2
70
3-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
70
  
2012, 4 აგვისტო, 18:12
და ჩვენ მხოლოდ სანახაობა გვაქვს..
2012, 4 აგვისტო, 17:11
მიეცი ხალხს პური და სანახაობაო :) აი ეს გვიქნეს...
0 1 2