x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
მუხის ანგელოზი
მუხის ანგელოზი


მუხას, როგორც მძლავრ და დიდებულ მცენარეს ისტორიაში, წარმართობასა და მცენარეთა სიმბოლიკაში ძალზე დიდი როლი ეკისრება. მუხის ფოთლებს ხატავდნენ სამეფო გერბებზე, გვირგვინად ადგამდნენ გამარჯვებულს, იყენებდნენ სალოცავად და სხვ. მუხა ხშირადაა ხსენებული ანტიკურ მითოლოგიაში. ზევსის უძველეს და უწმინდეს სალოცავ დოდონას, მუხა ამშვენებს. მუხის ფოთოლთა შრიალში ხდებოდა ურაკულის მიერ წინასწარმეტყველებათა წარმოთქმა. პატივით მოსილ ხეს მთელი კოლხეთშიც სცემდა თაყვანს. ეგრისში სწირავდნენ წმინდა მუხას ხარ-ძროხას და სხვადასხვა შესაწირავს.


მუხის ანგელოზი


საჭყოდიდოში ცნობილი დიდი მუხის გარდა, საქართველოში ასევე ცნობილია კიწიას, ბანძის, კულაშის ბუმბერაზი, წმინდა მუხები. ჭყონდიდის მუხა თითქოს კლასიკური განმეორებაა ზევსის მუხისა. სვანეთში სიმტკიცის სიმბოლოდ ითვლება მუხის გული - "ჯიჰრაშ გვიგვ". დევები კი უხშირესად მუხნარში ბინადრობენ. წმინდა მუხებს თავიანთი სული ჰყავთ, რომელნიც ქართულ მითოლოგიაში წოდებულნი არიან როგორც "მუხის ანგელოზები". მუხის ანგელოზი ბერძნული ჰამადრიადის, ხის ნიმფის მსგავსი არსებაა, რომელიც შემორჩენილია ფშავ-ხევსურულ მითოლოგიაში, ხეთა მსახურების ნიმუში. ასევე იყო "რკონი" თეძმის ხეობაში, სადაც უზარმაზარ ცაცხვთან მოჰქონდათ შესაწირავი და ლოცულობდნენ: "დიდება მუხის ანგელოზს!"



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი. 1983.


მუხის ანგელოზი



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
177
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
177
  
2019, 26 დეკემბერი, 7:53
კი, დამბლოკა ცუკერამ 1 თვეა უკვე და ხვალ მეხსნება ეს ბლოკი.
2019, 26 დეკემბერი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 25 დეკემბერი, 23:05
თპრნიკე, ხო კარგად ხარ? განგაშის ზარებია შემოკრული ჯგუფში რო არ ჩანხარ 1 თვეა, ცუკერას სახის წიგნმა ხო არ დაგბლოკა1 თვე?
0 1 3