x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამერიკას უყალბებ პოზიციებს შე "პროდასავლურო?" - ეგაა შენი ევროატლანტიკური ფასეულობები?" - კოკა ყანდიაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს უპირისპირდება

image


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი "ტაბულას" დირექტორს თამარ ჩერგოლეიშვილს ამერიკის "სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების" გაყალბებაში ადანაშაულებს და ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის დირექტორად პირადად ნიშნავს! საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით "ქართული ოცნების" დელეგაციასთან შეხვედრა შედგა, "ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს, რომ ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს უჭერენ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკა საქართველოს მთავრობას მ ო უ წ ო დ ე ბ ს განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება, პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. კოკა ყანდიაშვილის თქმით, კი ჩერგოლეიშვილმა "ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის" პოზიცია გააყალბა და "ტაბულაზე" აღნიშნული განცხადება არასწორი თარგმანით განათავსა, ჟურნალისტის თქმით, "ტაბულას" დირექტორმა სიტყვა მ ო წ ო დ ე ბ ა ს - დ ა ჟ ი ნ ე ბ ა დაუმატა: "თამარ ჩერგოლეიშვილს - ტროლებისა და ბოტების ფაბრიკა-ქარხნების დირექტორობა გადავულოცე! გიგა ბოკერიას ცოლმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გააყალბა! დატროლა ორიგინალი სთეითმენტის თარგმანი და სააგენტო "ტაბულას" - ფეიკ ნიუსი დაადებინა! Tamara Chergoleishvili - შენ თუ ამ ტექსტში არ ანახებ ერს სიტყვას "დაჟინებით" - ამ წუთიდან, პირადად მე გნიშნავ ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის დირექტორად!
სიტყვა - "დაჟინებით" - რატომ ჩაამატე გოგო?
მთელ "ტაბულაში" - ერთი თანამშრომელი როგორ არ აღმოჩნდა, რომელიც მთლად სახდეპის განცხადების გაყალბებას გაგიპროტესტებდა მაინც.
ამერიკას უყალბებ პოზიციებს შე "პროდასავლურო?" - ეგაა შენი ევროატლანტიკური ფასეულობები?
ეგაა "ტაბულას" მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა და "კრეატიული-ფერადი-ნიჭიერი-თავისუფალი"?
სამარცხვინო ნიკა გვარამიაც კი არ დაწვრილმანდებოდა ასე - ეს ფსკერია თამარ, შენი ქვეყნისათვის პოზიტიური მესიჯი ამერიკიდან - უარყოფითად შეცვალო - შენივე ხალხის მოსატყუებლად! ფეიკ ნიუსის მწარმოებელი ხარ შენ და შენი ტაბულა - !" - დაწერა კოკა ყანდიაშვილმა სოციალურ ქსელში. სრული სურათისთვის ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქპოსტში სამივე ვარიანტი განათავსა, ამერიკის "სახელმწიფო დეპარტამენტის" განცხადების ორიგინალი, "ტაბულას" თარგმანი და "რეალური, გაყალბების გარეშე" ტექსტი.



"ეს შენი "ტაბულას" სათაური, ტექსტი და ბმული ... (კლასიკური ფეიკ ნიუსი)

სახ.დეპ. ოცნებას: დაჟინებით მოგიწოდებთ, პროკურატურა იყოს თავისუფალი პოლიტ. მიკერძოებისგან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

"ჩვენ მივესალმებით მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან.

შეერთებული შტატები განაგრძობს მუშაობას მის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს" - ნათქვამია განცხადებაში.



http://www.tabula.ge/…/162202-saxdep-ocnebas-dazhinebit-mog…


ეს ორიგინალი ტექსტი და ბმული:


Democratic Developments in Georgia
The United States supports a secure, prosperous, and democratic Georgia. We commend the recent progress made on the fourth wave of judicial reform and support the ongoing dialogue between representatives of the ruling party and the opposition parties on electoral reform. We urge the Georgian government to reinforce its commitment to the principles of democracy, individual liberty, and rule of law by ensuring that its judicial and prosecutorial system is free of political bias. The United States will continue to work with its strategic partner Georgia to promote the rule of law and accountable institutions.


https://www.state.gov/democratic-developments-in-georgia/…



ეს კი რეალური თარგმანი - გაყალბების გარეშე!


საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი:
შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ ვუწონებთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დარჩეს დემოკრატიული პრინციპების, პიროვნული თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ერთგული და უზრუნველყოს, რომ სასამართლო და პროკურატურა იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად".

0
537
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
537