საზოგადოებრივი მესკაცხი - სვანური მითოლოგია 2019, 24 დეკემბერი, 8:01 მესკაცხი არის ტყის ჯადოქარი თხა სვანურ მითოლოგიაში. გარეგნობა თხის ან არცვის აქვს და ქარივით სწრაფია. მოულოდნელად დაეწევა უღრან ტყეში გზააბნეულ მონადირეს, ლაჯებში შეუძვრება, ზურგზე შეისვამს და ელვის სისწრაფით გადააქროლებს. მზის ჩასვლამდე ქვეყნიერებას შემოატარებს (ვარიანტი: თორმეტ მთას გადააქროლებს), საღამოს კი ისე დასვამს უვნებელს თუ ჯირითით გათანგულს - იმის მიხედვით, სწყალობს თუ უწყრება. ურქოა, დოლა-თხისებური, რაც მოსახერხებელია ლაჯებში გასაძრომად. ასახელებენ ადგილს, სადაც ბინადრობს - ზედა წირმინდის მთაში, შემოდგომობით მწყემსებს აშინებს გაბმული კიკინით. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. ნაციზმი 7. ჰიტლერი 8. რელიგია 9. პარანორმალი 10. მეცნიერება 11. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 12. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე 293 2-ს მოსწონს
|