x
image
თორ ნიკე
გურამ ქართველიშვილმა კავკასიელებს ლექსი მიუძღვნა

გურამ ქართველიშვილმა კავკასიელებს ლექსი მიუძღვნა


კავკასია


(ეძღვნება ყველა კავკასიელს)



იბერიული, კავკასიური,

არც ევროპული, არც აზიური,

არავის მსგავსი სისხლი ციური,

ერთჯიშიანი, ერთრასიული.

მრავალტანჯული, მრავალხმიანი,

ვაინახი და თუში სვიანი,

ლეკი - აფთარი, მარად ხმლიანი,

კახეთი - ხმალი მარილიანი,

ჩეჩენ-ინგუში - უდრეკი ქედი,

ოსი - მოსული და ჩვენი ბედი,

კოხტა ჩერქეზი, ყაბარდო - გული,

აფხაზი სულაც სისხლი, მამული,

მეგრელი - სევდა, მარულა, ცხენი,

გურული - ნიჭი, აბდალი ჩვენი,

სისხლად ცისფერი იმერი ჯიში,

მესხი - მთლად ჩვენი მატი და ქიში,

სვანი - ფიცხელი, ზვიადი გული,

ჭკუა ნაქები - მკლავი რაჭული,

ლეჩხუმი ფარი, ვაზი და ძველი,

ოკრიბა - კბილი, დუშმანი მწველი.

ხევსური - დაშნა, შედევრი სული,

ფშაველი - ლექსი, ვაჟას მამული,

მთიული - დათვი, მახევე - მგელი,

გუდამაყარი - მთლად დევის ბელი,

ქართლი - ბებერი, კავკასის დედა,

უკვე დიდი და უკვე ლეგენდა,

ლაზი - იმედი, ჰერი - მშობელი,

კავკასი ჩვენი - განუყოფელი!




ავტორი: გურამ ქართველიშვილი


0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0