x
image
თორ ნიკე
თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა ზვიად გამსახურდიას სკანდალური ლექსი მიუძღვნა
თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა ზვიად გამსახურდიას სკანდალური ლექსი მიუძღვნა

.

.

ზვიად გამსახურდიას ხსოვნას


სიცოცხლის ბაღში ნიავი ქროდა,

მამაცის სევდა ათბობდა ხეებს,

თითქოს თვალებში ბავშვობა კრთოდა,

ცრემლმორეული ითვლიდა დღეებს.

ელოდა სიტყვას, მზერაში ნუგეშს,

განა ითხოვდა, სურდა უბრალოდ,

მარტოობაში ხედავდა დიდ ეშხს,

ენანებოდა გზები უკვალოდ.

იჯდა ჩუმად და რაღაც უმანკოდ,

შველივით მორცხვად ეჭირა დარდი,

უფალს ესმოდა მისი უნაკლოდ,

და ქვითინებდა სადღაცას ვარდი.

თან ჰგავდა ქრისტეს, მგონი რაღაცით,

გეთსამანიის სიუჟეტს თითქოს,

დრო გადიოდა ნელი ბარბაცით,

შიშიც იპყრობდა ძმათაგან თითოს.

სიტყვა კი ქვასთან ტიროდა ჩუმად,

მხდალ იერარქებს ეძინათ ლიბრში,

მგელი კვლავ ჭამდა თეთრ კრავებს უმად,

სიბილწეც ედგა სიწმინდეს ჯიბრში.

და იქვე იჯდა კათალიკოსიც,

მოოქროვილი კვარცხლბეკის ტახტზე,

სიხარბემ ეშმაკს უძღვნა იკოსი,

პატიოსნება გადასცა ხატზე.

სუფრაზე ყარდა ღალატის კერძი,

პუტჩიც ხარობდა დათხეულ სისხლზე,

ღმერთის ნაცვალი სიკვდილის თერძი,

მადლით ვაჭრობდა მეკერმის დახლზე.

და ასე ლაღად კლავდნენ სიმართლეს,

მკრეხელი "მამის" ლოცვა-კურთხევით,

უტიფრობისგან უფალს მიმართეს,

იუდას მსგავსი კოცნა-ფურთხებით.

სიკეთე დაკლეს, როგორც ზვარაკი,

სოდომის თავზეც ცეცხლი იწვიეს,

ის დარჩა ხალხში, როგორც არაკი,

სირცხვილი მისით უკვე იწვნიეს...

მზაკვარი ლეშიც ფრიად მოხუცდა,

ცოდვებმა ძლიერ მოხარეს წელში,

ჭეშმარიტების პაროდიისთვის

ელოდებიან გომორის ველში.


თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი. 22 აგვისტო. 2020 წ.


კრებულები:

1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები


3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
2109
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2109