საზოგადოება "თბილისის მხდალმა მერმა მომხდარზე პასუხისმგებლობა მგლოვიარე დედაზე გადაანაწილა" -თამარ ჩერგოლეიშვილი 2019, 18 დეკემბერი, 18:05 "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დედაქალაქის მერის კახა კალაძის დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, თბილისის მერმა გუშინ, იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაში მთლიანად საზოგადოება დაადანაშაულა, ვინაიდან მისი თქმით, მომავალ თაობაზე პასუხისმგებელი ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ერთნაირად არის: "თბილისის მხდალმა მერმა მოახერხა, და მომხდარზე პასუხისმგებლობა გარდაცვლილის ქვრივ, მგლოვიარე დედაზე გადაანაწილა. ყველა ვაგებთ პასუხსო - ოჯახიც, სკოლაც და სახელმწიფოცო. ძალიან ადეკვატური შეხსენება იყო. ოჯახი ყოფილა დამნაშავე იმაში, რომ პოლიცია ძალმომრეობის იარაღია!" - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქგვერდზე.1370 შეფასება არ არის |