x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რას ნიშნავს სიტყვა "იბერია"?
რას ნიშნავს სიტყვა "იბერია"?


იბერია - ასე ეძახდნენ ძველი, განათლებული ხალხები ახლანდელ საქართველოს იმ ნაწილს, რასაც ესაზღვრებოდა დასავლეთით კოლხეთი, მესხეთის, მოსხის მთები, ჩრდილოეთით კავკასიონი, აღმოსავლეთით ალბანეთი (ალბანია, ალაზანი), სამხრეთით კი - არმენია. ასეა ნაჩვენები ძველ რუკებზეც, ახალ დრომდე. მაგალითად პუცგერსის დიდ ისტორიულ ატლასში (მეოცე გამოცემა, ლაიპციგი, 1895), მხოლოდ ბოლო დროის ზოგ დილეტანტურ - "შინაურულ" რუკაზეა თეთრ ლაქად ქცეული (მატე მაიორის "არქიტ. ისტ. I ტ. და სხვ.). იმ ძველი ცივილიზაციის ერთ-ერთი თავისთავადი კერა, რომელსაც აღმოსავლეთსა და დასავლეთში იბერიასა და კოლხეთს ეძახდნენ. ოთხ შესასვლელს იცნობდნენ (კოლხეთიდან, არმენიიდან, სარმატიიდან (კავკასიის ჭიშკრები, დარიალი) და ალბანიიდან. იბერიის მთავარ მდინარეს - მტკვარს ერქვა კიროსი.


რას ნიშნავს სიტყვა "იბერია"?


იბერიის, როგორც სიტყვის ეტიმოლოგიაზე მრავალი აზრი არსებობს:


1. ბასკურ ენაზე იბერია იშიფრება ამგვარად: "იბ" - მდინარე + "ერ" (ერი) - ხალხი (რენე ლიფონი).

2. ებრაულ ენაზე "ჰაბარ" - გავლა, ესე იგი გზა. გზაჯვარედინი.

3. მდინარე იბერუსიდან (ჰუმბოლტის აზრით... მაგრამ საიდან ეწოდა ეს სახელი ამ მდინარეს - "იბერუსი"?)

4. შუმერულად "აიტურ" არის "მთვარის ძე".

5. გერმანულად "ებერ" არის "ტახი", ტახის ეშვი, ნიშანი ქუდზე.

6. "იბერ" იყო მთვარის წარმართული კულტი (დორინგი).

7. სპარსულად "ისპერის ზღვა" არის შავი ზღვა (ა. მელაშვილი).

8. ძველ სპარსულად "იმერ" არის "უმშვენიერესი, უმაღლესი მოდგმა".


რას ნიშნავს სიტყვა "იბერია"?


დაბეჯითებით ვერცერთს ვერ ვიტყვით, მაგრამ ბევრი აზრი საგულისხმოა, ზოგიც მითური. საფუძვლიანი ჩანს ბასკურ და სპარსულ ძირებზე მითითება. პლატონი (ძვ.წ. 427-347) წერს მამაც იბერებზე, რომელნიც უწყლო ღვინოს სვამენ (ბერძნები წყალს ურევდნენ). აკადემიკოს ლატიშევის აზრით, არისტოტელეც სწორედ კოლხ იბერებზე წერს და არა დასავლეთ ევროპელ იბერებზე.


იბერებს ანტიკური ავტორები პელასგთა ტომსაც უკავშირებენ. "კარიელი პელასგები ნამდვილი იბერები იყვნენ" ჰეროდოტე (ძვ.წ. 484-425).

სტრაბონი სიცილიელებს, სიკულებსაც "ნამდვილ იბერებად" თვლიდა (VI, 2, 4). ამავე აზრის არიან ბასკოლოგები მ. ფაბრი და ადოლფო დორინგი (იბერები და ეუსკარები), ფრანგი მეცნიერი ალ. ბოდრიმონი, გერმანელი ს. შვაიგერი (შ. რევისვილის მოკვლევით), დე მორგანი, ფრ. დიუურკო, ჰუმბოლტი და სხვები.


ელჩელი ქალბატონი


თვით ქართველმა სწავლულებმა ძველდვე იცოდნენ, რომ ესპანეთში ცხოვრობენ "ქართველთა მონათესავე არამცირედნი". პლინიუს უმცროსი (61-113 წწ.) კატეგორიულად წერდა: "ესპანეთის იბერები წარმოშობით აზიის იბერებიდან არიან." ზოგი ავტორის აზრით კი პირიქით, აზიის იბერები მოვიდნენ დასავლეთ ევროპიდან, იბერიის ნახევარკუნძულიდან, სადაც ახლა ესპანეთი და პორტუგალიაა (დიონისოსი, სოკრატე, რომელიც 380-440 წლებში ცხოვრობდა). ეს მოსაზრება უსაფუძვლოა, დაწვრილებით ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნ.შ. ძიძიგურის, ილ. ტაბაღუას, მიხ. შენგელიას შრომებში.


რას ნიშნავს სიტყვა "იბერია"?


უახლეს მეცნიერულ შრომებში (უორვიკ ბრეის და დეივიდ ტრამპის "არქეოლოგიური ლექსიკონი, I, 187-188 და სხვ.) ჯერ კიდევ სადავოდ თვლიან კოლხ-იბერიულისა და პირინეელი იბერების უშუალო კავშირს, მაგრამ აღიარებენ ენობრივ მსგავსებას, ტრადიციის ძალას, არაინდო-ევროპულ ენათა კავშირს, ბერზნული ანბანიდან საგრძნობლად დაშორების ფაქტებს და სხვ. მეცნიერება ცნობს საყურადღებო არქეოლოგიურ მონაპოვარს "ელჩელ ქალბატონს" (Lady of Elche; ელჩე არის ქალაქი ესპანეთში) - იბერიელ ქალად.


სადაც არ უნდა იფარებოდეს იბერთა საიდუმლო, იბერია იყო მამაცთა ქვეყანა, რაც მარკო პოლოს თქმით, ალექსანდრე მაკედონელმა და თათრებმაც კი ვერ დაიმორჩილეს, რომელთაც ყველა ქვეყანა ქედს უხრიდა. როგორც ჩანს, ერთი მოდგმის არაინდოევროპელი ხალხები იყვნენ დასახლებულნი შუმერიდან დაწყებული მთელ მცირე აზიასა და ევროპაში ძველ დროში, სანამ მოხდებოდა ინდო-ევროპელების გავრცელება იამნაიას კულტურიდან (იხ. იბერო-კავკასიური ევროპა). პირინეის ნახევარკუნძულს, სადაც ესპანეთი და პორტუგალიაა დღემდე ეწოდება იბერიის ნახევარკუნძული (Iberian Peninsula). ცნობილი იყო ასევე იბერიის კუნძულები, სადაც თითქოს გადასახლდა ტროას გმირის, გამბედავი მეომრის, ჰერაკლიდ ტლეპოლემოსის ხალხი, რომელთაც კუნძულ კრეტაზე გემები ქარიშხალმა გაუფანტა. არსებობდა ასევე "იბერიის ზღვა" - ხმელთაშუა ზღვის დასავლეთი ნაწილი იბერიის ნახევარკუნძულის სანაპიროებზე, იმავე მიდამოებში, სადაც ბალეარის ზღვა და ბალეარის კუნძულებია (ბერძნულად "გიმნესიე"). სწორედ ამ კუნძულებზე მოხვდნენ ილიონის დაქცევის შემდეგ ბერძენი გმირები, რომელთაც ზემოთ ნახსენები ტლეპონემოსი მეთაურობდათ და კრეტას მიადგნენ, მაგრამ ქარმა დასავლეთისკენ გაიტაცა (აპოლოდ. ეპ. 6, 15).


იბერიის ნახევარკუნძული


იბერების უდავოდ მონათესავე ბასკი ხალხი დღემდე ცხოვრობს პირინეის მთიან მხარეში (მათი რაოდენობა დღეს, 2019 წლისთვის 3 მილიონს აჭარბებს) და მათი ნათესაობის მითი თანდათან იქცევა ისტორიად (ნ. შ. ძიძიგური "ბასკეთი", იგ. - ი. ტაბაღუასი). საერთოდ, საქართველოს მითოსსა და სინამდვილეს მრავალი გამოჩენილი ბერძენი მწერალი და ისტორიკოსი ეხება, კერძოდ: ჰეროდოტე, სტრაბონი, პოლიბიოსი (ძვ.წ. II ს.), დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. 1-ლი ს.), დიონისიოს ჰალიკარნასელი (ძვ.წ. 1-ლი ს.). ეს ძვირფასი შრომები განხილული თარგმნილი და გამოცემული აქვთ თ. ყაუხჩიშვილს, ს. ყაუხჩიშვილს, აკ. ურუშაძეს და სხვებს. იბერიის სახელი აქვს ასევე ესპანეთში მდებარე მდინარე "ებროს". კავკასიის იბერიად აღმოსავლეთ საქართველოს მოიხსენიებდნენ პლუტარქე, ლუკიანე, ჰეროდოტე, ქსენოფონტე, არისტოტელე და სხვა ანტიკური ავტორები. ძველი ქართველი მოღვაწეები კი იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ხალხებს "დასავლეთის ქართველთა" სამკვიდროს უწოდებდნენ. ასევე საინტერესოა ამ საკითხებზე უკრაინელი მკვლევარის, არტიომ ივანცოვის აზრი.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
1704
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1704
  
2020, 8 იანვარი, 8:38
ამას ვინც წაიკითხავს, გაეცნობა და გაანალიზებს მიხვდება რომ ეს არის რეალური საქართველოს ნახევარი (და არა სრულიად საქართველო) და მხოლოდ მისი დომინირებით, მის ისტორიაზე დაყრდნობით დღევანდელ საქართველოში ნებისმიერი მოძრაობის დაწყება არის სირცხვილი და ქვეყნისთვის (დღევანდელი საქართველოს, მისი ისედაც შერყეული საზღვრებისთვის) უდიდესი საფრთხის შემცველი, რის გაოც ის ყოვლად მიუღებელია.
2020, 2 იანვარი, 16:19
მგონი იბერია საქართველოს და ესპანეთს ბერძნებმა უწოდეს.
სავარაუდოდ ძალიან დიდი ველური კურდღლების სიმრავლის გამო
2019, 30 დეკემბერი, 17:58
ვგონებ, სიტყვა ,,იბერია" რომ ქართველური წარმომავლობის არის ამას ბევრი ტვინის ჭყლეტა არ უნდა... რა ეტიმოლოგიას შეიცავს ზოგად ქართულად იბერი? იბერიაში არის ორი ქართული სიტყვის ძირი ,,ერი,, (უფრო ძველი პლასტი) და ,,ბერი" (შედარებით ახალი - ძველზე ზედნაშენი), პირველი აღნიშნავს ერს, ხალხს, მეორე კი ,,ხნიერ", ,,ძველ" (ბებერ ადამიანს) უფრო სწორედ წინარე, ფუძე ერთობას, უფრო ძველ ერს, უფრო უძველეს კულტურას, მითუმეტეს როდესაც ლაზურში ,,ბერ" აღნიშნავს ასევე ,,ვაჟიშვილს" ახალგაზრდას ანუ შვილს (ზოგადად: ,,პირველის შემდგომ ,,ბერს" ) ...
2019, 30 დეკემბერი, 17:41
ვგონებ, სიტყვა ,,იბერია" რომ ქართველური წარმომავლობის არის ამას ბევრი ტვინის ჭყლეტა არ უნდა... რა ეტიმოლოგიას შეიცავს ქართულად იბერი? იბერიაში არის ორი ქართული ზირი ,,ერი,, (უფრო ძველი პლასტი და ,,ბერი" შედარებით ახალი, პირველი აღნიშნავს ერს, ხალხს, მეორე კი ,,ხნიერ", ,,ძველ" (ბებერ ადამიანს) უფრო სწორედ წინარე, ფუძე ერთობას, ერს, კულტურას...
0 1 4