თათია სულუაშვილი „გორელი ნატოს“ "სკეტჩის" გამო დაწყევლეს (ვიდეო)
2019, 16 დეკემბერი, 16:25
გადაცემაში "ახალი შაბათის შოუ" გასული სკეტჩის შემდეგ "გორელი ნატო საყვარელთან" იუმორისტმა თათია სულუაშვილმა ტელეფონზე შეტყობინება მიიღო: როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, ერთერთი მომხმარებელი მსახიობს განსახიერებული როლის გამო წყევლის, ჯადოს გაკეთებით ემუქრება და შვილებს უწყევლის. სულუაშვილმა ფეისბუქში უცნაური შეტყობინების სქრინებიც გამოაქცეყნა.
"გორელი ნატო საყვარელთან" სკეტჩის გასვლის მერე რომ გიტევენ" - დაწერა თათია სულუაშვილი და შეტყობინება გაასაჯაროვა."შენ ვისი გოგო ხარ აბააა? ჯადო და უბედურება მიეცა შენ შვილებს, მასხარაა...ამ სურათზე უნდა გაგიკეთო ჯადო ნაბოზარო" - მისწერეს თათია სულუაშვილს.