x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო: დროის მანქანა ანუ ხომალდი, რომელიც სინათლის სისწრაფით დაფრინავს რეალობა გახდება
image



მეცნიერები განიხილავენ მფრინავი ხომალდის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც 1 წამში ადვილად შეუძლია გადალახოს მილიარდი კილომეტრი. ეს რაღაც ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ მეცნიერება და ტექნოლოგია შესაძლებელს გახდის ამას.


ფიზიკოს-თეორეტიკოსი საფრანგეთიდან მიგელ ალკუბიერი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მეცნიერებას შეუძლია შექმნას კოსმოსური ხომალდი, რომელიც სინათლის სიჩქარით იმოძრავებს. აპარატს მხოლოდ მის წინ სივრცის შეკუმშვისა და მას შემდეგ გაფართოების შესაძლებლობა ექნება.




image




სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლები ენთუზიაზმით ეკიდებიან ასეთ იდეებს და თავიანთ ნაწარმოებებში დაიწყეს წერა. თუ თეორია გამოიკვეთა, მაშინ ადამიანს შეუძლია შექმნას რეალური დროის მანქანა. ამ საკითხზე, არც თუ ისე ოპტიმისტურადაა განწყობილი, მეცნიერების უმეტესობა.


ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ამერიკელმა ინჟინერმა გაიხსენა, რამდენიმე წლის წინ ექსპერტების მიერ აღმოჩენილი გრავიტაციული ტალღები და შეადარა ისინი სუპერ სწრაფი ხომალდის შექმნას და იდეას რეალური უწოდა. ალბათ, ადამიანი შეძლებს შეისწავლოს, როგორ წარმოქმნას ასეთი ტალღები ლაბორატორიებში.


ჯერჯერობით, მთავარი სირთულე არის ასეთი წარმოუდგენელი ენერგიის მოპოვება, რაც საშუალებას მისცემს ამ იდეის რეალობად გადაქცევას. ენერგიის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ერთი გიგანტური გაზის პლანეტის წონას, მაგალითად, იუპიტერისა. აქ დაგვეხმარება კვანტური ფიზიკა და ახალი აღმოჩენები. ალბათ მეცნიერებს შეუძლიათ იპოვონ საშუალება შექმნან ასეთი ენერგია.



ნასას ექსპერტები უკვე მუშაობენ ასეთი ძრავის შექმნაზე, ჯერჯერობით ყველა ინფორმაცია არის გასაიდუმლოებული. ეს მოწყობილობა სინათლის სიჩქარით განახორციელებს რეალურ ფრენებს კოსმოსში. ნამუშევარს კოსმოსური სააგენტოს ვეტერანი ჰაროლდ უაიტის და მისი გუნდის 6 კაციანი ჯგუფის წევრები გამოიტანენ განხილვისთვის. პრეზენტაციაზე მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია ძრავის მოძრაობისა და მისი ფიზიკის შესახებ, ამ სფეროში არსებული გათვლებისა და აღმოჩენების შესახებ. დასასრულს, მკვლევარმა თქვა, რომ ის იწყებს ტესტებს საკუთარ ლაბორატორიაში.




image



თუ მეცნიერთა ყველა გეგმა განხორციელდება, მოკლე დროში შევძლებთ სხვა პლანეტებზე ფრენას. მაგალითად, მარსზე ფრენისთვის მხოლოდ 1, 5 წელიწადი დაგვჭირდება. ასეთ მაღალსიჩქარიანი ხომალდით შესაძლებელი იქნება მზის სისტემის საზღვრების გადალახვა.


კოსმოსური ხომალდით ვარსკვლავ ალფა ცენტავრამდე ფრენას 75 ათასი წელი დასჭირდება. ეს არარეალური და მიუწვდომელია კაცობრიობისთვის, მაგრამ ხომალდი ახალი ძრავით ამას მხოლოდ 2 კვირას მოანდომებს. რეალური გახდება, თუნდაც შავ ხვრელთან მიახლოების შესაძლებლობა იმ გარანტიით, რომ ეს ბნელი გიგანტი ვერ შეძლებს კოსმოსური ხომალდის შთანთქმას.


ნასას ძალიან უნდა ფრენის დაწყება მთვარის იქით, იმ ადგილებში, რომლებიც მეტ-ნაკლებად კარგად არის შესწავლილი. გაცილებით საინტერესოა სივრცეში მოხვედრა, სადაც ბევრი რამ უცნობია.






1
568
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
568
  
2019, 15 დეკემბერი, 1:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1