სიახლეები 15 წლის გოგონა მოხუცის სახით სკოლიდან გააძევეს 2019, 5 დეკემბერი, 13:21 სკოლის მოწაფე, 15 წლის გოგონა ჩინეთის პროვინცია ლიაონინიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, რის გამოც იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა. სიაო ფენი იშვიათი გენეტიკური დაავადებით-პროგერიით იტანჯება, რომელიც ნაადრევ დაბერებას იწვევს, გოგონას დაავადება დედისგან ერგო მემკვიდრეობით. "ჩვენ ის არც კვლევაზე წაგვიყვანია და არც ანალიზები ჩაგვიბარებია, რადგან ვიცოდით, რომ პროგერია დედისგან მოჰყვა მემკვიდრეობით"-განაცხადა გოგონას მამამ. 15 წლის გოგონა იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა, რადგან მუდმივად დაცინვას და დამცირებას განიცდიდა: "მე ძალზე გამოვირჩევი თანატოლებისგან და არც მეგობრები მყავდა სკოლაში, ხალხში გამოჩენას ვერიდები, თანაკლასელები მახინჯს მიწოდებდნენ"-განაცხადა გოგონამ. გოგონამ წერილი მიწერა ცნობილ ფილანტრობს გო მინის "მეც მინდა ნორმალური ცხოვრება, ქუჩაში მშვიდად გასეირნება, რომ გამვლელები არ მიყურებდნენ, სკოლაში დაბრუნება მსურს ისე, რომ თანაკლასელები არ ხითხითებდნენ ჩემს უკან". გო მინიმ აქტიური კამპანია დაიწყო გოგონას დასახმარებლად, შეიქმნა სპეციალური ფონდი, რამდენიმე პლასტიკურ ოპერაციას დაახლოებით ნახევარი მილიონი იუანი(45 ათასი აშშ$) დასჭირდება. 480 3-ს მოსწონს
|