x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილსა და გვარამიას სასარგებლო იდიოტებს უწოდებს
image


„აი, ბიძინას სასარგებლო იდიოტიზმი რა არის“, - ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი ხელისუფლების დამხობისკენ ნიკა გვარამიას მოწოდებას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც იზიარებს.


„აი, ბიძინას სასარგებლო იდიოტიზმი რა არის. მთავარია, ძლივს პროცესში ჩართულ აშშ-სა და ევროკავშირს დამაჯერებლად ავუხსნათ, რომ ამ ორი უტვინოს აზრები არაფერს ნიშნავს და პროცესს არ გამოეთიშონ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


შეგახსენებთ, გიგა ბოკერიას მეუღლე, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს ბოლო ხანს მწვავედ აკრიტიკებს და არც უხამსი სიტყვების გამოყენებას ერიდება. არაერთხელ დაუპირისპირდა ნოდარ მელაძეს და ნიკა გვარამიასაც.


.

“ქვეყნის მთავარი გურმანი, პატრიარქის მესაიდუმლე, მსოფლიო მუსიკის უბადლო ექსპერტი, მაკიაველიზე თესლი და მაკქვინზე უფრო გემოვნებიანი ანუ იგივე რუსთავი ორის დირექტორი, ძალიან ამაყია, რომ საქართველოში პირველად, რუსთავი ორი გააშუქებს საერთაშორისო პოლიტიკას.

“პირველებმა დავიწყეთ გასაგებად მოყოლა, რა ხდება მსოფლიოში“.

აინშტაინმა სიბრიყვეზე და სამყაროზე თქვა – უსასრულოაო, მე გოიმობას დავამატებდი ამ სიას. აუხსენით მაგ კაცს, რომ სიმაღლეში სხვების დადაბლებით ვერ იმატებენ. თუ ექვემდებარება საერთოდ რამის ახსნას“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.



"საიდუმლო ჯგუფში საუბრის სქრინების გამოდება და საკუთარი მოკავშირეების უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება სასოწარკვეთის ისეთი საფეხურია, ტიტველი რომ შევარდეს ეთერში, აღარ გამიკვირდება.

მე რა? საჯაროდაც ცნობილია, რომ გვარამიას უნახავ ხამად ვთვლი.

p.s. სხვის პირად კომუნიკაციას რომ აქვეყნებ, აქედან ერთი ნაბიჯია, სხვისი პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებამდე." - წერდა რამდენიმე თვის წინ ჩერგოლეიშვილი გვარამიაზე.


ამას გარდა ემოციურია სხვა სტატუსებიც


ეს, როგორც ჩანს, იურისტადაც აღარ ვარგა. სტრასბურგში რუსთავი ორის მიერ გავრცელებული სიყალბეები როგორ უნდა გამოიყენოს ვინმემ როცა სასამართლოს დროებითი ზომის საფუძველი სწორედ ისაა, რომ არხის შინაარსში არ უნდა ჩაერიოს არავინ, რა სისულელეებსაც არ უნდა ყვებოდნენ მის ეთერში - რა იურიდიულ ნონსენსს ყვება, - ასე პასუხობს, "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გვარამიას.


"ძალიან ვინც გძულს, რომ ემსგავსები ამის ნათელი დასტურია გვარამიას განცხადება.

ქოცების ბრალდებას იმეორებს თუთიყუშივით - ევროპარლამენტში წერილებს რომ წერთ, ქვეყნის ინტერესებს აზიანებთო. რაც შეეხება "ქვეყნის მთავარი გურმანის" განცხადების "ტექსტურას" - კი, ბევრ ტყუილს როცა ყვები, აღარავინ გიჯერებს და რუსთავი ორისადმი ნდობის ტოტალური დაკარგვა, ნამდვილად ივანიშვილის ინტერესებშია. სწორედ ამას ვგულისხმობდით, როდესაც იმ ყვითელი კაცის დანიშვნა რუსთავის გარდაუვალი თვითდესტრუქციის ნათელ სიგნალად მივიღეთ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

0
1379
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
1379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0