x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ბარბალე - სვანური მითოლოგია
ბარბალე - სვანური მითოლოგია


ბარბალე, ბარბარე, ბაბარი (შუმერ-ქართ. ბარბარ-ბარბარე) - 1. ერთ-ერთი უძველესი წარმართული ქართულ, ძირითადად სვანურ მითოლოგიაში, მზის მოქცევის ადგილობრივი ღვთაება, დედობისა და ფურობის ასტრალური სახე. ეს ძალზე პოპულარული ქალღვთაება ნათლისა და ბნელის ბრძოლაში პირველს ემსახურება, ჩაბმულია კოსმოგონიური მოვლენების რკალში, რადგან ზეგავლენას ახდენს მზის ბუნიობაზე. ებრძვის ციურ გველეშაპს, რომელიც ლამობს მზისა და მთვარის ჩაყლაპვას (კიდევ ყლაპავს ხოლმე მთვარეს და ამ დროს მთვარე სისხლისფრად ჩანს) - ესაა მთვარის დაბნელების ახსნა სვანურ მითოლოგიაში. შემდეგ მზე გველეშაპს ფატრავს სხივებით და ათავისუფლებს მნათობს. უძველეს წარსულში, მისი სახელობის თვე იყო სავარაუდოდ იანვარი.


ბარბალე - სვანური მითოლოგია


შუმერთა მზის ღვთაება ბარბარის კავშირი ქართულ წარმართულ მზის ღმერთთან და ქალღმერთთან უდავოა. სახელთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მათი ფუნქცია და ხასიათი მთლიანობით ხასიათდება: ბარბარ - ბაბალე - ბარბარე - შამაში, ენლილი - ლილე - უთუ შეიძლება იწოდონ შუმერულ-ქართული პანთეონის მზის ღვთაებებად. სვანეთში ბარბალეს სახე ღრმად დამკვიდრდა, შემდეგ შემდეგ შეცვალა ტარ-ღვთაებამ ("ტარ-ბედნიერებამ"), ცხვრის მფარველმა ღვთაებამ. კულტი მაინც დარჩა. ი. ჯავახიშვილი, ვ. ბარდავ.



ბარბალე - სვანური მითოლოგია


ბარბალეს საკულტო "გირგედს" - მარმარილოს მრგვალ გამოსახულებას, "ხაჭაპურის გულს" უშგულის ღვთისმშობლის ეკლესიაში დღემდე ინახავენ. უთუოდ მზის სიმბოლო იყო, სენთან ბრძოლა ევალებოდა, ამიტომ უკლავდნენ ძროხას ან ხარს. მისი დღესასწაული ბარბალობა მზის მობრუნებასთან იყო დაკავშირებული. დიდ წმიდა სალოცავზე, ბარბარ-დოლაშს ეძღვნებოდა სიმღერა, რაც მსხვერპლის შეწირვის წინ სრულდებოდა და უდავოდ მზისა და ხარის კულტის შერწყმას გულისხმობდა: "მზე შემოაქვთ რქებით ხარებს! მზე შენიამ ბარბარ დოლაშ!". საკულტო ლოცვა სრულდებოდა ბარბალობას (სვანურად ბარბალობას ეწოდება "ბარბლაშ").


ბარბალე - სვანური მითოლოგია


სარიტუალო შესაწირავი იყო რძის ფაფა, დიდი, მრგვალი ხაჭაპურები (სვანურად "მურგვალ ქუთ"), ტაბლა (ლეჩხუმი), მრგვალი საგნები, რომელნიც მზის დისკოს ემსგავსებიან: ნედლი წნელისა და მწვანე რტოების რგოლი, გვერგვი, გახვრეტილი კვირისტავი და სხვა. (მწვანე, გრეხილი წნელის რგოლები - "კირკვტაილები" სვანეთში განცხადების დღეს - ნათლისღებასაც იცოდნენ: სახლში ჰკიდებდნენ მრავლად).


ბარბალე - სვანური მითოლოგია


ეს სულ სოლარული (მზის) ატრიბუტებია. ღამით გამოცხობილ ხაჭაპურებს ბოსელში წაიღებდნენ, ან - ფარეხში. იქვე ლოცულობდნენ და ჭამდნენ შინაურები, უცხოს არ უნდა ენახა. თუ ამ რიტუალს რამე დააკლდებოდა, იმ წელს საქონელს ზიანი არ ასცდებოდა, "სულ უკუღმა მიდიოდა" პირუტყვი. (ვ. ბარდაველიძე. "სვანური ხალხური დღეობანი", კალენდარი 1, 1939; მისივე "ქართველთა უძვ. სარწმ. ისტ." ღვთაება ბარბარ-ბარბალ).


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი პირველი)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
498
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
498
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0