საზოგადოება PSP მადლიერების დღეს კოსმეტიკურ პროდუქტებზე 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება 2019, 28 ნოემბერი, 11:28 PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების დღეს“ კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციის 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს. დღეს, 28 ნოემბერს, მომხმარებელს შეუძლია ნახევარ ფასად შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი ისეთი კოსმეტიკური ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა: კოდალი, ესტედერმი, ბიოდერმა, ვიში, ლიერაკი, ლა როშ პოზე, ტიპო კრემი, მიზონი, ნუქსი, სებამედი, ზიაია, ასევე მისთვის სასურველი ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება PSP-ს ასორტიმენტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით. „25 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი, მის ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობა და სარგებლიანი პირობების შექმნაა. დღეს საფუძველი ჩაეყარა PSP-ს ახალ კამპანიას „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნას, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ და საინტერესო შეთავაზებების მიწოდებას გულისხმობს. „მომხმარებლისადმი მადლიერების დღის“ აღნიშვნა PSP-ში ტრადიციად იქცევა, “- აცხადებენ კომპანიაში. R 37 2-ს მოსწონს
|