საზოგადოება "იდიოტობა დაწერეთ"-რამ გააღიზინა მიხეილ სააკაშვილი 2019, 22 ნოემბერი, 17:03 საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საგარეჯოში გამართული ქორწილის ფოტოები გამაოქვეყნა, სადაც კედლებზე გაკრული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ექს-პრეზიდენტის პლაკატები ჩანს წარწერით:"უნდა გათენდეს". "საგარეჯოში იორმუღანლოში ქორწილი დღეს. ვულოცავ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა, ძირითადად მომხრეების, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტს დაბრუნებას და სამშობლოს გადარჩენას თხოვენ, ამასთანავე არც ხოტბას აკლებენ, თუნდაც ასეთი კომენტარის სახით:"უნიჭიერესი. და. უმაგრესი. ჩვენი. ქვეყნის. ამყვავებელი. ჩვენი. საამაყო. მიშა. ის. მართლაც. გათენებს საქართველოში. მარა. ეს. ნაძირლები. სად. გაიქცევიან. მერე. ესაა. საკითხავი. გაუმარჯოს. და. წარმატებები. მიშას." თუმცა გამოჩდნენ კრიტიკოსებიც, რომლებსაც არ მოეწონათ ეს და კერპთაყვანისმცემლობას შეადარეს: "ქორწილში ვინმეს პარტიული (რომელი პარტიაც არ უნდა იყოს) ნიშნები რატომ უნდა ჰქონდეს გამოკრული? ბატონო მიხეილ, ეს არაა გზა ევროპისკენ და ასეთი საქართველო ნაღდად არ გვჭირდება" "ასეთი ფანატიზმი მოგწონთ? ვინც არ უნდა იყოს ფოტოზე... საშინელი გრძნობა იქნებოდა ჩემთვის..." ამ ბოლო კომენტარმა ექს-პრეზიდენტი როგორც ჩანს გააღიზინა და მიაწერა: "იდიოტობა დაწერეთ!" 285 2-ს მოსწონს
|