x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ მოკლა ერთმა მსოფლიო ჩემპიონმა მეორე მსოფლიო ჩემპიონი
image

იგორ ბაკალოვსაც და ევგენი კონტრადიევს ჰქონდათ ყველა შანსი, რომ გამხდარიყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები. თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა მექსიკის 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ოლიმპიადამდე რამოდენიმე დღით ადრე, ბაკალოვმა ვარჯიშის დროს ესროლა კონტრატიევს . იმისდა მიუხედავად, რომ იგორ ბაკალოვი ციხეს გადაურჩა, ამის შემდეგ მისი სპორტული კარიერა საკმაოდ სწრაფად დასრულდა.




დღეს მოგითხრობთ ამ ტრაგიკული ისტორიის შესახებ.


იგორ ბაკალოვი დაიბადა 1939 წელს სვერდლოვსკში, თუმცა ბაკალოვის მრავალშვილიანი ოჯახი იქ დიდხანს არ დარჩა: ისინი გადავიდნენ ჯერ კიევში, შემდეგ კი ლენინგრადში, სადაც იმ დროს უკვე ცხოვრობდა იგორის უფროსი ძმა პეტრე.


პეტრე იგორს დაეხმარა, რომ საღამოს სკოლა დაემთავრებინა, შემდეგ კი ქარხანაში სამუშაოდ მოაწყო. სწორედ აქ ჩრდილოეთის დედაქალაქში, იგორი დაინტერესდა ნადირობით.



მონადირეთა საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა, რომელსაც ბაკალოვიც შეუერთდა, მასში დაინახა მაღალი დონის მსროლელი, ამიტომ ურჩია მიეტოვებინა ჰობი და სპორტულ სროლაში ევარჯიშა.



ჯარში ყოფნის დროს ბაკალოვმა კიდევ უფრო დახვეწა ოსტატობა, მომავალი ჩემპიონი ჯერ ცენტრალური არმიის სპორტულ კლუბში (ცსკა)ვარჯიშობდა, შემდეგ კი "დინამო" -1-ში გადავიდა.


1960 წელს იგორ ბაკალოვი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა სპორტულ სროლაში პისტოლეტით, 2 წლის შემდეგ კაიროში ჩატარებულ შეჯიბრზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
image


ასე რომ, 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომლებიც ოქტომბრის თვეში მექსიკის დედაქალაქში უნდა ჩატარებულიყო, იგორ ბაკალოვს ოქროს აღებას უწინასწარმეტყველბდენ. ასევე ოქროს მედალს ელოდნენ მეორე მსოფლიო ჩემპიონისგან სტენდზე სროლაში -ევგენი კონტრატიევისგან, მაგრამ ვერცერთი ვერ მოხვდა მექსიკის ოლიპიადაზე: ერთმა საბედისწერო ვარჯიშმა ორივე სპორტსმენის ბედი სამუდამოდ შეცვალა.


1968 წლის სექტემბერში საბჭოთა ნაკრების წევრები ემზადებოდნენ მოახლოებული ოლიმპიადისთვის სომხეთის ქალაქ წაღკაძორში.

3 სექტტმბერს დილით, იგორ ბაკალოვმა მეგობრებთან ერთად მწყერზე ინადირა, შემდეგ კი სასროლ სტენდზე სავარჯიშოდ წავიდა.

image

საწყობში, ბაკალოვს იარაღი გადასცეს. პროფესიონალმა მსროლელმა მაშინვე შენიშნა, რომ იარაღი საბრძოლო მზადყოფნაში იყო, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად, საწყობიდან დატენილი იარაღით გასვლა მკაცრად იკრძალებოდა. იარაღის განმუხტვის ერთადერთი გზა გასროლა იყო.

კედელზე სროლა არ შეიძლებოდა: ტყვიას შეეძლო რიკოშეტით ვინმე დაეზარალებინა, ვინც იმ მომენტში იმყოფებოდა საწყობში. ამიტომ, იგორ ბაკალოვმა იარაღი კარების ღიობიდან გაისროლა, რა დროსაც მოულოდნელად გამოჩნდა ევგენი კონდრატიევი.


სამწუხაროდ, ევგენი კონდრატიევის გადარჩენა ვერ მოხერხდა. არცერთმა სპორტსმენმა არ დაადანაშაულა იგორ ბაკალოვი იმაში, რაც მოხდა: ყველამ იცოდა, რომ კონტრატიევის მკვლელობა მხოლოდ ტრაგიკული დამთხვევა იყო. ევგენის მშობლებმაც კი, მიუხედავად დიდი მწუხარებისა, აპატიეს ბაკალოვს.

თუმცა სამაგიეროდ თავად იგორ ბაკალოვს დასჩემდა ნერვიული სტრესი, ის იმდენად იყო შეძრული იყო მომხდარი ფაქტით, რომ მან საერთოდ ინტერესი დაკარგა იარაღის მიმართ, დიდი ხნის განმავლობაში ბაკალოვი იარაღსაც კი არ შეხებია და მოგვიანებით, როდესაც აიღო ხელში იარაღი, ხელი უკანკალებდა, ასე, რომ ბაკალოვის ერთადერთი მიღწევად დარჩა ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე.


სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბაკალოვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ინდოეთში, სადაც პრემიერ მინისტრ რაჯივ განდის პირად დაცვას საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა. თუმცა აზიაში ყოფნისას, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ინფექციური დაავადება აიკიდა, რის შედეგადაც ღვიძლი დაუზიანდა.

სამშობლოში დაბრუნებული ბაკალოვი მკურნალობას განაგრძობდა, მაგრამ ექიმების ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. ბედის ირონიით, იგორ ბაკალოვი იმავე სექტემბრის თვეში გარდაიცვლა, რა დროსაც კონდრატევი შეამოკვდა.იგი 52 წლის იყო.



imageასევე იხილეთ

ტანმოვარჯიშე ვერონა ვან დე ლერი 14 წლის ასაკში გახდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი, ერთი წლის შემდეგ კი ნიდერლანდების საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. მაგრამ მწვრთნელთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტმა განაპირობა ის, რომ მისი სპორტული მიღწევები შემცირდა, რამაც იგი აიძულა ტანვარჯიშისთვის თ...

ორიოდე დღის წინ ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი შესრულდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი არა მარტო გერმანიაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნეს, ამ მოვლენასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ ერთ არაჩვეულებრივ ისტორიას ორ ფეხბურთელზე გდრ-იდან. დირკ შლეგელი და ფალკო გიოტცი ბავშვობიდან მეგობრობდნენ და ერთადვე იზრ...


წუხელ ცნობილი გახდა, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი.იგი 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, ჯერ როგორც "მოამბის" წამყვანი, შემდეგ კი როგორც სპორტული კომენტატორი.ნუგზარ ჯუღელს არა ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება აქვს წაყვანილი. ნუგზარ ჯუღელის რეპორტ...

ინციდენტი ხუთშაბათს 25 ივლისს მოხდა ჩრდილეთ ლონდონის ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაზე. ლონდონის "არსენალის" ვარსკვლავებმა მესუთ ოზილმა და სეად კოლაშინაცმა თითქმის ერთი მილის მანძილზე სდიეს მოტოციკლისტებს, რომლებიც ოზილისთვის Mercedes G კლასის წართმევას ცდილობდნენ. შემთხვევა ხუთშაბათს საღამოს დაახლოებით 17 საათზე მოხდა ლონდ...

2
1039
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1039
  
2019, 21 ნოემბერი, 1:30
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- Bredhot.Com
2019, 19 ნოემბერი, 0:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2