x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
5 ბრძნული აზრი და რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

ყველას თუ არა, ალბათ, არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ, დროის მანქანით წარსულში გადაადგილების და რომელიმ ცნობილ ადამიანთან საუბრის სურვილი გასჩენიათ. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. მაგრამ, არსებობს წერილობითი წყაროები, რომლებიც პირადად მათ მიერ ან იმ ადამიანების მიერ არის შექმნილი, ვინც მათ სიახლოვეს ტრიალებდა, ან იმის გამო, რომ ისინი სიცოცხლეშივე, ან სიკვდილის შემდეგ, მალევე იქცნენ ლეგენდებად, მათი ციტატების და გამოთქმული აზრების ჩაწერას ახდენდნენ.

აქ წარსულში მოღვაწე, გამორჩეული ადამიანების 5 ბრძნულ აზრს გთავაზობთ, რომელიც, საბედნიეროდ, არ დაიკარგა და ჩვენამდე მოაღწია.


image




რამისკენ ისწრაფეთ, რამე ისურვეთ


ჩვენ — საკუთარი აზრების შედეგი ვართ. აზროვნების წესი — ფუნდამენტალური დასაწყისია. რაზეც და როგორც ვფიქრობთ, — ისეთები ვხდებით.

სიდჰართა გაუტამა (ბუდა)


ჩვენი აზრები, ჩვენს რეალობას განსაზღვრავენ. როგორც კი ვამთავრებთ ფიქრს იმაზე, რაც არ გვინდა და ფიქრს იმაზე ვიწყებთ, რაც გვსურს, — ჩვენი აზროვნების მიმართულება იცვლება. იმის ნაცვლად, რომ ვებრძოლოთ საკუთარ მისწრაფებებს და სურვილებს, მათთან ერთად რომ ვიაროთ, უფრო მოსახერხებელი იქნება.


image


რჩევა: შეადგინეთ თქვენი მისწრაფებების და სურვილების სია და სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყოველთვის თან ატარეთ. ხშირად გადაიკითხეთ, მაგ., ძილის წინ და გაღვიძების შემდეგ.




ისწავლეთ საკუთარი თავის ადეკვატურად შეფასება


თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია...


იესო ქრისტე


როგორც შექსპირმა თქვა: «ცხოვრება თეატრია, ხოლო ადამიანები მსახიობები არიან» და როდესაც «თამაშს დავამთავრებთ» და ვიქნებით ის, ვინც სინამდვილეში ვართ, სწორედ მაშინ შევიგრძნობთ ჩვენს განსაკუთრებულობას. ხშირად, ჩვენ, საკუთარ აზრებში, სრულყოფილების ეტალონს ვქმნით და მისკენ ვისწრაფვით. მაგრამ, რეალურად, ასეთები არა ვართ. ამით კი, ჩვენი ბუნების შინაგან წესებს ვარღვევთ და ვეწინააღმდეგებით. მაგრამ, თუ შევძლებთ საკუთარი თავის ისეთად მიღებას, როგორებიც ვართ, მასთან ურთიერთგაგებით ცხოვრებაც არ გაგვიჭირდება.


image


რჩევა: წესად მიიღეთ, რომ არასდროს უნდა წახვიდეთ საკუთარი თავის წინააღმდეგ. და გახსოვდეთ, რომ თქვენი აზრების ის ნაწილი, რომელიც გაკრიტიკებთ, იგივე შინაგან ხმას წარმოადგენს, რომელმაც გადაწყვეტილების მიღება გაიძულათ.




ისწავლეთ ბედნიერების შეგრძნება


ჩვენი ბედნიერების შეგრძნება, ჩვენს შინაგან განწყობაზეა უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე გარემოებაზე.


ბენჯამინ ფრანკლინი


ბედნიერების შეგრძნება შინაგანი სამყაროდან და ჩვენი ცხოვრებისადმი დამოკიდებულებისგან მომდინარეობს. ხოლო, ჭეშმარიტების აღქმა არის ის, რაც ჩვენს ირგვლივ არსებული ცხოვრების ხიბლზე გვიხელს თვალს. ბედნიერების შეგრძნება მხოლოდ გარეგანი არგუმენტებით არ მიიღწევა, — ის შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც მაშინ დგება, როდესაც შინაგან სრულყოფილებას ვაცნობიერებთ.


image


რჩევა: გააცნობიერებთ, თუ არა, ბედნიერებას, თქვენი არჩევანია... და ყოველ ჯერზე, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაზე იფიქრებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: «რა შემიძლია გავაკეთო, რომ ბედნიერება ვიგრძნო?»




იყავით მადლიერნი


იმდენი რამ მომეცა... მე კი, იმის საშუალებაც არ მქონდა, რომ გამეცნობიერებინა, თუ რაზე ვთქვი უარი.


ჰელენ ადამს კელერი


ადამიანებს, საკუთარ ბედზე წუწუნი და წარუმატებლობაზე საუბარი, ხშირად სჩვევიათ. მაგრამ, წარმატებები და წინსვლა, ნაკლებად ახსენდებათ. თუმცა, თუ ცხოვრებას კარგად დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ უამრავი კარგი და სასიამოვნო რამ გვეძლევა. იმ შემთხვევაში, თუ გავიხსენებთ ცხოვრების ყველა სასიამოვნო მომენტს და მადლიერების მიზეზს, – მაშინვე ვიგრძნობთ ცვლილებას ხასიათში. ამდენად, ჩვენ შეგიძლია სასოწარკვეთის და მწუხარების აზრების, მადლიერების და იმედის მიმართულებით შეცვლა... მთავარია მოვინდომოთ!


image


რჩევა: ყოველ ჯერზე, როდესაც იგრძნობთ, რომ წუწუნის ხასიათზე დგებით, საკუთარი აზრების მიმართულება შეცვალეთ, — იმაზე იფიქრეთ, რის გამოც შეგიძლიათ მადლიერი იყოთ. ისწავლეთ პრობლემების გამო ნერვიულობის, ცნობიერებაში დარჩენილი ბედნიერების მომენტებში გარდაქმნა.




ხელოვნება სიმარტივეშია


ეს წერილი იმიტომ გამოვიდა ასეთი გრძელი, რომ დრო არ მქონდა, მოკლედ დამეწერა.


ბლეზ პასკალი


სრულყოფილება იმაში კი არ არის, რაზეც არაფრის დამატება არ შეიძლება, არამედ იმაში, – რომ არაფრის გამოკლება შეიძლება. ხოლო, ცხოვრების ჭეშმარიტი ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მისი უბრალო წესები გავიგოთ და ჩვენი ცხოვრებიდან შფოთი და ამაოება განვდევნოთ.



image


რჩევა: ცხოვრების უბრალოება იმაში მდგომარეობს, რომ იცოცეთ, რისი გადაგდება შეიძლება. შეეცადეთ იმის გაცნობიერება ისწავლოთ, თუ როდის ხარჯავთ საკუთარ დროს ფუჭად და მის სასარგებლოდ გამოყენებაზე გადაერთეთ.

imageimageimageimageimageimageimage







0
750
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
750
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0