საზოგადოება "ჩემი წყარო საპატრიარქოდან იუწყება: ბოლო დროს იქ ხშირად დადის... " - ელისო კილაძის მორიგი სკანდალური განცხადება 2019, 8 ნოემბერი, 16:57 ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მას საკუთარმა წყარომ საპატრიარქოდან მიაწოდა. კილაძის თქმით, ბოლო პერიოდში ანტვერპენში მოღვაწე მამა აბიბოსი საქართველოს საპატრიარქოში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს სულ უფრო ხშირად სტუმრობს. როგორც ირკვევა, "დავით ფაენის" სახელით ცნობილმა მამა აბიბოსმა, ბელგიაში ცხოვრების უფლების მოპოვების მიზნით, ფიქტიური ქორწინება ადგილობრივ ქალბატონთან გააფორმა, რომელიც საბოლოოდ ცოლადაც შეირთო: "საკდესი ანუ ჩემი საკუთარი წყარო საპატრიარქოდან იუწყება: ბოლო დროს საპატრიარქოში ხშირად დადის მამა აბიბოსი, რომელიც ანტვერპენში მსახურობდა, მეუფე თეოდორეს და მეუფე სერგის რუსული კლანია ! ბელგიაში ცნობილია როგორც დავით ფაენი, იქ ცხოვრების უფლება რომ მიეღო ფიქტიური ქორწინება გააფორმა ადგილობრივ ქალბატონთან, რომელიც მერე ცოლად შეირთო ! ახლა გერმანიაში უპირებენ ეპისკოპოსად გამორჩევას. ცნობა მიღებულია ტელეტაიპით (ვისაც გახსოვთ)" - განაცხადა ელისო კილაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.305 შეფასება არ არის |