"ორი დღეა სრულ შოკში ვარ, არა მხოლოდ მე, ალბათ მთელი ქვეყანა. გასოცარი იყო ჩვენი ხალხის სიბრძნე, ასეთ ამბებს რომ გაუძლო. ძალიან ფაქიზი თემაა და სათქმელს თავს ვერ ვუყრი. "რადიკალური განცხადებები, რომელიც გაკეთდა პატრიარქის მიმართ, ნამდვილად უმსგავსობაა, მაგრამ საპატრიარქოში რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ფაქტია. რა ნამუსით დადიან 80-ათასიანი ჯიპებით, როცა ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს; ეს მოეწონებოდა ქრისტეს?
.
"ვერცხლის მოყვარეობას მოსდევს ყველაფერი, ეს დაპირისპირებაც პირადით არის ნაკარნახევი, პირადი წყენა, პირადი შუღლი, რევანში... ამიტომ, პირველ რიგში მეტი თავმდაბლობა მართებს ეკლესიის მსახურთ, მისახედია იქაურობა"- განაცხადა ირმა სოხაძემ.