x
image
თორ ნიკე
ენგური - შუმერული წყალთა ღმერთი
ენგური - შუმერული წყალთა ღმერთი


ენგური (შუმ. წყალი), იგივე აბზუ ან აფსუ. შუმერულ რელიგიაში ენგური ეწოდებოდა მიწისქვეშა წყალს და იყო მსოფლიო ოკეანის სინონიმიც. ეს განმწმენდელი, მქუხარე ნაკადი, აბზუს უფსკრულის სინონიმი, კუშტ კლდეთა შორის მიედინება და აბზუს უფსკრულში იკარგება. ქუხილით გაივლის ლახამს. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მდინარის, ზემო სვანეთის სალ კლდეთა შორის მქუხარე ენგურის ეტიმოლოგია სრულებით შესაძლებელია პირდაპირ უკავშირდებოდეს შუმერთა ამ ღმერთს. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ძველი შუამდინარეთის ამ მთავარი წყალთა ღმერთისა და ჩვენი ენგურის სახელი პირდაპირ ემთხვევა ერთმანეთს. ამ მდინარის მახლობლადაა სვანეთში ორი სოფელი: ლახამი და ლახამულა - რომელთა სახელებიც ასევე ემთხვევა შუმერულს: შუმერულ რელიგიაში ხომ ენგური ლახამის მდინარეა.

შუმერებისთვის ადიდებული ენგური ქალაქთა რისხვაა - "ქალაქ არათას შთანთქავს მაშინ ენგურის ქაფი".

ენგური, იგივე აბზუ/აფსუ, დასაბამი მდინარეა, წიაღთა მტკნარი ნაკადი, საიდანაც გაედინება დედამიწის ყოველი წყარო-მდინარე. შუმერები მას მთის ზიგურათზე სწირავდნენ მსხვერპლს და აკმევდნენ საკმეველს.



ჩვენს ვარაუდს ამყარებს სიტყვის სხვა ანალოგიებიც: დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მხარეა ეგრისი. წყალდიდობის თვის - აპრილის ძველი ქართული სახელი გახლავთ იგრიკი, იგრიკა ("დაიძინა მეორესა დღესა თთუესა იგრიკისასა"; "აღესრულა აპრილის თთუესა, რომელ არს იგრიკაი), "ამირანიანში" გვხვდება იგრი-ბატონი. ბასკურად "აინგურა" ღუზას ნიშნავს (ზღვის სიმბოლო). კოლხური ინგირი, ინგური - წყლის ღმერთის სახელი, სოფელს ეწოდება (ინგირზე შ. ნუცუბიძეც მიუთითებს, მაგრამ არ ახსენებს მთელი შუმერული ცივილიზაციის ღმერთს ეას, რომლის სინონიმებიც ასევე გახლავთ ენკი და ენგური. მეორე მხრივ, იგივე ენგური - ენკი - ეა კოლხეთის ძველ ქალაქს - ეას, იგივე აიას შემორჩა.

ენგური - ესაა ენკი, ტიპური შუმერული ღმერთი. ყველა შემთხვევაში მდინარე-წყალთა განსახიერება.

ენგურს, მტკნარ მდინარე-ოკეანეს თავისი პიქტოგრაფიული ნიშანი აქვს, რომლის გულშიც თითქოს ვარკვლავი კიაფობს. რქოსან-სხივოსანი ვარსკვლავი დიდების სიმბოლოა შუმერშიც, ეგვიპტეშიც და ანტიკურ სამყაროშიც.


წყარო: მითოლოგიური ლექსიკონი. აკაკი გელოვანი. 1983 წ.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
977
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
977
  
2019, 5 ნოემბერი, 1:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 3 ნოემბერი, 13:51
სიდჰარტა გაუტამა ბუდა ამბობდა: "სამი რამ ვერ დაიმალება სამუდამოდ: მზე, მთვარე და სიმართლე." ბუნების კანონია. ვერანაირი ფული და ძალა ვერ გააჩერებს. მზე და მთვარე მაინც ამოვა, სიმართლე მაინც გამჟღავნდება ;)
2019, 3 ნოემბერი, 11:26
შუა მე ერ, უგარეთ, ქუვეით(ქვეით), აქად, აქავე, აქა ია, აქე მენდ, ეგ იპეთ, ის რა ელ, არ აბია, მიდია, ნუ მიდია, თუნის, კართ აგენ, კარელია და ასე შემდეგ.
2019, 3 ნოემბერი, 9:39
ეს და კიდევ უამრავი მასალა ადასტურებს, რომ შუმერული ცივილიზაციის ფესვები საქართველოშია, ენ-გური სუფთა ქართული სიტყვაა,,, ენ" ნიშნავდა წმინდას (მაგ: ენ-ქი (წმინდა მიწა), ენ-ლილ (წმინდა ჰაერი), ხოლო ,,გური" გულს, გამოდის წმინდა-გული, რაც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო მიწის წმინდა გულიდან ამოსულ მტკნარ წყალთან, ეს ტერმინი ქართულმა ტომებმა გაავრცელეს ხმელთაშუა ზღვისპირეთშიც , ჩვენთან-გურია, ახ.იტალიაში ლი-გურია და ესპანეთში გურია, ეს არის ჩვენი ტერმინი, არაინდოევროპული, რაც კიდევ ერთხელადდტურებს რომ Uუძველესი ცივილიზაცია ჩვენი შექმნილია
ადასტურებს
2019, 3 ნოემბერი, 8:34
შუმერების რელიგიაში უპირველეს ღმერთს ერქვა - ენგური იგივე აფსუ. ხოლო ეს ენგური ადიდებისას ემუქრებოდა სახელოვან ქალაქ-სახელმწიფოს არათას. ანუ არათა დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა. ეს არის ის კითხვა რაზეც მსოფლიო მეცნიერება მთელი ორი საუკუნეა უკვე თავს იმტვრევს თუ სად მდებარეობდა არათა - სახელმწიფო რომელსაც შუმერებიც კი შენატროდნენ იმდენად დიდებული იყო.
ენგური შემდგომში ეწოდებოდა აფსუს დამმარცხებელ ენკის. ენკი იგივე ენქი იყო. ენქი შემდგომში, როცა მოხდა ძვ.წ. 22-ე საუკუნეში შუმერთა შერევა აქადებთან, იქცა აქადების ღმერთ ეად. ეა კი იქცა ბაბილონელთა წამლებისა და ძვირფასეულობის ქალღმერთად და ძალიან ემსგავსებოდა მედეას.
0 1 5