x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ეს პოსტი არ არის ლაიქების, გულებისა და სადღეგრძელოების გამო დაწერილი. პოსტი ადამიანებზეა
image

"ვიცი, ჩემს თბილისს ძინავს და მაინც მოგიყვებით.ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც შეძლებული ამერიკელი მეუღლე ჰყავს, საქართველოში უნარშეზღუდული ადამიანებისათვის ეტლების გამოგზავნა გადაწყვიტა.ფოსტაში გაყოლა მთხოვა, სიხარულით დავთანხმდი.მუშებმა ტვირთი ოფისში შეიტანეს და ყუთებმა მაშინვე მიიქციეს იქ მყოფთა ყურადღება.როცა დანიშნულების ამბავი შეიტყვეს, უფროსმა:”იმ კაცებმა ჩემს მაგივრადაც იბრძოლეს და გაგზავნის ფულს არ გადაგახდევინებთო!” – ჩაიბურდღუნა.

-შენ გაიხარე!-აჟღურტულდნენ იქ მყოფი ქართველები და ატყდა ქება-დიდება და გაცნობ-გამოცნობა. მერე ერთმა ასაკოვანმა ქალმა მუჭში ჩაბღუჯული ფული რამდენჯერმე ნერწვით დასველებული საჩვენებელი თითით გადათვალა, ასი დოლარი გამოაკლო, დაფიქრდა, კიდევ ერთი კუპიურა დაამატა, ბოლოს ისევ ერთად შეკრიბა, მოგვიახლოვდა და გვითხრა:” შვილებს ვუგზავნი, მაგრამ მაგ ბიჭებს უფრო უჭირთ, გამამართვით და გაუგზავნეთ, ერთი კვირა თითქოს არც მიმუშავია!”


ახლა ვიღაც ახალგაზრდა კაცმა ამოიბრუნა უბე, ფული მოგვაჩეჩა ხელში და ისე გავარდა ოფისიდან რისთვის იყო მოსული, ისიც დაავიწყდა.
სულ ცხრა ადამიანი იდგა რიგში და ყველამ მადლი მოიღო, გაათბო რკინის 6 სავარძელი.


აგნიასებული ქართველების შემხედვარე ამერიკელი სიძე სადგურზე დარჩენილი ჩემოდანივით ჩუმად იდგა კედელთან. ისევ მეუღლეს გაახსენდა, მიუახლოვდა და ჩაეხუტა.არაფერი არავისთვის არ აგვიხსნია. ყველა თვითონ მიხვდა ყველაფერს და ტაშით გადაუხადეს კაცს მადლობა…
პ.ს. ეს პოსტი არ არის ლაიქების, გულებისა და სადღეგრძელოების გამო დაწერილი. პოსტი ადამიანებზეა, ოკეანისგაღმა დარჩენილ ქართველებზე. ბებოს სანათა დავარქვი, ჰოო, ვაჟა-ფშაველა მომაგონდა და იმიტომ.
ჩვენ მოსაგები გვაქვს ჩვენი “ ბახტრიონი”! “-წერს "ფეისბუქზე" ქეთევან მელიქიძე

image



0
59
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0