x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როდის და რატომ შეიცვალა ირანმა სახელი – სპარსული ხალიჩა არსებობს, ქვეყანა – არა

ქვეყანა, სახელად – სპარსეთი, პოლიტიკურ რუკაზე აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპარსეთის ყურე და სხვა ტოპონიმები, რომელსაც ეს სახელი ერთვის.

რატომ შეიცვალა ქვეყანამ სახელი და რატომ ჰქვია მას დღეს ირანი?


image



ირანი თუ სპარსეთი – რომელია უფრო ძველი?


სპარსეთი ამ ქვეყანას ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სპარსეთის ყურის სიახლოვეს, ძველ დროში, ხალხები ცხოვრობდნენ, რომლებიც საკუთარ თავს პერსებს ეძახდნენ და სახელი – სპარსეთიც აქედან წამოვიდა. ხოლო, მოგვიანებით, ის ირანის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა. თუმცა, პერსების, თუ პერსუაშების ტომი, რეგიონში ერთადერთი არ იყო და იმ ტერიტორიაზე სხვებიც ცხოვრობდნენ. ამასთან, ის ხალხები, რომელიც შემდგომში სპარსები გახდნენ, უძველესი დროიდან, საკუთარ თავს სულ სხვა სახელით მოიხსენიებდნენ, ხოლო ტერიტორიას, რომელზეც ცხოვრობდნენ, ირანს ეძახდნენ, რაც თარგმანში «არიელების ქვეყანას» ნიშნავს.

ასე რომ, ბერძნების წყალობით იყო, რომ «სპარსეთი», როგორც ქვეყნის სახელი, ჯერ იმ დროინდელ მსოფლიოში გავრცელდა, შემდეგ – რომის იმპერიაში დამკვიდრდა და ბოლოს, მთელს მსოფლიოში.


როდის მოხდა სახელის შეცვლა?


სახელი «ირანი» აქტუალური 1935 წლიდან გახდა, სწორედ მაშინ მოხდა მისი ოფიციალური შეცვლა. თუმცა, გამოთქმა «სპარსული» ევროპის უმეტეს ნაწილში მაინც დარჩა. მაგ., დღემდე არსებობს სპარსული ხალიჩები და არსებობენ სპარსული კატები... სახელი – «ირანული», ასეთ სიმდიდრეს, ნამდვილად, რომ არ უხდება – «ყურში ძალიან ცუდად ხვდება».


image



რატომ შეცვალეს სახელი?


«სპარსეთის», – «ირანად» ჩანაცვლება, ნამდვილად რომ კანონზომიერი იყო, რადგან ამ ქვეყნის მოსახლეობა პარსები არასდროს ყოფილან. ხოლო, ირანის ყველაზე ძველი სახელი «Aryānām» იყო, რაც როგორც აღვნიშნეთ, – «არიულ მიწას» ნიშნავს. უფრო გვიანდელ პერიოდში, ძვ. წ. აღრ. III საუკუნიდან მოყოლებული, ისტორიულ წყაროებში, ქვეყნის სახელი უკვე «Erānšahr» არის, შემდეგ «ერანი» გახდა და ბოლოს – «ირანი», როგორც მას დღეს ეძახიან.

1935 წელს, როდესაც ქვეყანას სახელი ოფიციალურად შეეცვალა, როგორც ხშირად ხდება, სიახლე ბევრს არ მოეწონა. ამიტომ, ირანის შაჰმა მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევმა განაცხადა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას ორი სახელი ექნებოდა, – აქტუალური იქნებოდა როგორც სპარსეთი, ისე ირანი. შედეგად, მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები, ქვეყნის ხსენებისას, უფრო მოკლე სახელს ირჩევდნენ და დღეს ბევრმა არც კი იცის, რომ სპარსეთი და ირანი ერთი და იგივე ქვეყანაა.

imageimageimageimageimageimageimage






0
790
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
790
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0