x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ცისფერი მთები» – ტიანშანი არ არის!

ელდარ შენგელაიას უკვდავი შედევრი «ცისფერი მთები ანუ ტიანშანი» («ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი») ყველასთვის საყვარელი ფილმია. თუმცა, მასში ნახსენებ «ცისფერ მთების», რეალურად, არანაირი კავშირი არა აქვს ტიან-შანის მთათა სისტემასთან. სახელი ტიან-შანი (天山 — Tianshan) ჩინურია და ქართულად – «ციურ მთებს», «ღვთიურ მთებს» (天 — «ცა» ან «ღმერთი», 山 — «მთა») ნიშნავს. ამ შეცდომის მიზეზი კი ის არის, რომ თავის დროზე, სსრ კავშირში, ტიან-შანის სახელი არასწორედ იყო ნათარგმნი (შესაძლებელია, განზრახც ყოფილიყო დამახინჯებული, რადგან ათეისტურ ქვეყანაში, ღმერთის ხსენება არ შეიძლებოდა. რედ.)

ნამდვილი ცისფერი მთები (Blue Mountains) ავსტრალიაში მდებარეობს, სიდნეიდან 2 საათის სავალზეა და შეიძლება ითქვას, რომ კონტინენტზე ყველაზე პოპულარული ადგილია, სიდნეის ოპერის შემდეგ.

50 კმ-ზე გადაჭიმული მთები არც ისე მაღალი მთათა სისტემაა (1100-1300 მ.) და 800 მ. სიღრმის კანიონებით არის დასერილია, რაც ულამაზეს რეკრეაციულ ზონას ქმნის. გარდა ამისა, მთათა სისტემა ტურისტებს მღვიმეებით და ჩანჩქერებითაც იზიდავს. რაც შეეხება სახელს, ღრუბლიან ამინდში, ის ნისლში ეხვევა და შორიდან მთების საფარი ცისფრად მოჩანს.

რეგიონის ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა 3 მწვერვალიანი მთა — «სამი და» არის. ლეგენდის თანახმად, 3 დას მთის ურჩხული დაედევნა და კეთილმა შამანმა, ისინი დროებით კლდეებად გადააქცია. ამის შემდეგ, ურჩხული შამანს დაედევნა, – ეს უკანასკნელი ფრინველად გადაიქცა და გაფრინდა. თავის გადარჩენისას, შამანმა ჯადოსნური კამათლი დაკარგა... და ვერც თავად დაიბრუნა ადამიანის სახე და გოგონებიც ასე დგანან გაქვავებულები.


image

image

აღნიშნული ლეგებდის გარდა, «სამ დას» პაულო კოელიოს შესანიშნავი იგავიც უკავშირდება, რომელშიც დების ისტორია განსხვავებულად არის მოყოლილი:

იგავის მიხედვით, შამანი გოგონების ძმა იყო და მთებში მათ, იმ დროს, ყველაზე ცნობილი მეომარი შემოხვდათ, რომელიც საცოლეს ეძებდა.

— მე მინდა, ამ ულამაზესი გოგონებიდან, ერთ-ერთი ცოლად შევირთა – უთხრა მეომარმა შამანს.

— თუ ერთი მათგანი გათხოვდება, დანარჩენი ორი დაიტანჯება. მე ისეთ ტომს ვეძებ, რომელშიც მამაკაცს 3 ცოლის ყოლის უფლება აქვს – უპასუხა შამანმა.

წლების მანძილზე, მათ მთელი ავსტრალიის კონტინენტი მოიარეს და ასეთი ტომი ვერ აღმოაჩინეა.

— უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთ ჩვენგანი მაინც იქნებოდა ბედნიერი, – თქვა ერთმა დამ, როდესაც ისინი ხანში შევიდნენ და სიარული აღარ შეეძლოთ.

— მე მართალი არ ვიყავი, მაგრამ ახლა, უკვე გვიანი არის – თქვა შამანმა – და თავისი დები ქვის ლოდად გადააქცია, რომ ყველმ, ვინც მას გვერდს ჩაუვლის, შეიგნოს, რომ ერთი ადამიანის ბედნიერება, იმას არ ნიშნავს, რომ მეორე აუცილებლად უბედური უნდა იყოს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageცხოვრების გაკვეთილები – იგავები, რჩევები, ბრძნული აზრები

image

1
679
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
679
  
2019, 19 იანვარი, 0:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1