საზოგადოება "დღეს "გუდვილში" ვიპოვე 9 ნომერი კალოში და ვიფიქრე ვიყიდო,გავუგზავნო ახალ არხს, გამოადგებათ ეთერში"-იუნა შაფათავა 2019, 26 ოქტომბერი, 11:29
იუნა შაფათავა ამერიკის შეერთებულ შტატებიდან სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც კალოშებს ირგებს და ასეთი შინაარსის კომენტარს ურთავს:
"დღეს goodwillში ვიპოვე 9 ნომერი კალოში და ვიფიქრე ვიყიდო გავუგზავნო ახალ არხს, გამოადგებათ ეთერში და 9.99$ დამენანა, თან ისეთი დაღლილი ვიყავი მთელი დღე ქუსლებზე ნამყოფ ფეხებს "ეამა", made in Uzbekistan თანაც, ახალთახალი! ხვალ დილას იქვე საქმე მაქვს, თუ არ გაიყიდა ეს ქართული სვეტობის დედაისტორიის რარიტეტი, ვიყიდი დავდებ, რა იცი ვის თავში მომიწევს რტყმევინება, შინაარსობრივი და artsy ხომ უნდა იყოს, პირდაპირი გაგებით, 9, ცხრა ნომერი კალოში, вот ты какой, цветочек аленький"-წერს იუნა შაფათავა. ვიდეოს სრულ ფორმატში ნახვისთვის მარჯვნივ კუთხეში დააჭირეთ ნიშანს–"სრულ ეკრანზე ნახვა" თავის დროზე გიგი დედალამაზიშვილის დამ, ნიკა გვარამიას(როდესაც ამ უკანასკნელმა "მგზავრების" კონცერტი გააპროტესტა სანკტ-პეტერბურგში) "ცალი კალოშით ჩამოსული უწოდა", რაზეც ნიკა გვარამიამ უპასუხა:"სოხუმიდან თბილისში ცალი კალოშითაც არ ჩამოვსულვარ, ისე. ფეხშიშველი ჩამოვედი, აი, თქვენ რომ სამღერლად ეახლებით, იმათი დამსახურებით“. 396 2-ს მოსწონს
|