სხვა ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება 2019, 23 ოქტომბერი, 17:21 სიბერე გარდაუვალი პროცესია, რომელიც ხშირად შეუმჩნევლად ხდება და ადამიანებს ეს ყოველთვის არ უხარიათ. როგორც აღმოჩნდა, სხეულის ყველა ნაწილი ერთნაირად არ ბერდება. ადამიანი ვერ ამჩნევს, მაგრამ ზოგი ორგანო სხვებზე უფრო სწრაფად ბერდება. მსგავსი მოვლენის დასამტკიცებლად ექსპერიმენტები ჩაატარეს.
დაბერების პროცესი დაბერების პროცესს ადამიანი მშვიდად იღებს, რადგან ეს გარდაუვალია. ასაკთან ერთად ადამიანის სხეული ბერდება, კანი ძველებურ სიგლუვეს კარგავს. აღმოჩნდა, რომ კანზე უფრო სწრაფად სხეულის სხვა ნაწილი ბერდება. საინტერესოა, მაგრამ ტვინი ყველაზე სწრაფად ბერდება. განსხვავებას ვერ ვამჩნევთ, რადგან წამით არის განსხვავებული. 79 წლის ასაკშიც კი სხვაობას ვერ დავინახავთ, რადგან ამ დროს თავი სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით მხოლოდ 90 მლრდ წამით უფრო მოხუცი იქნება. ალბერტ აინშტაინის თეორია მსგავსი დაბერების პროცესის ფენომენი აინშტაინის ფარდობითობის თეორიას ემყარება. ამ თეორიიდან გამომდინარეობს, რომ დროის მოძრაობის სიჩქარე ადამიანის მოძრაობის სიჩქარეზე და ადამიანის გრავიტაციული ველიდან დაშორებაზეა დამოკიდებული. თეორიის თანახმად, მაღალ სიმაღლეზე დრო უფრო სწრაფად გადის. ეს საათებით იყო შემოწმებული, რომლებიც სიმაღლეზე და ზღვის დონეზე დააყენეს. აღმოჩნდა, რომ საათი რაც უფრო მაღლა იმყოფება, მით უფრო სწრაფად მუშაობდა. ჩატარებული კვლევა იმაში დასარწმუნებლად, რომ ადამიანი უფრო სწრაფად ბერდება, თუ მაღალ კიბეზე დგას და მისი სხეულის ნაწილები სხვადასხვანაირად ბერდება, სტანდარტების და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის ფიზიკოსებმა აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოიყენეს. ფიზიკოსებმა ერთი საათი მეორეზე ზუსტად 1 ფუტის სიმაღლეზე დაკიდეს და შენიშნეს, რომ ზემოთ დაკიდული საათი უფრო სწრაფად მოძრაობდა, რადგან სიმძიმის ძალა მცირედით შემცირებული იყო. ასე ჩატარებული ექსპერიმენტით დაამტკიცეს, რომ თუ დრო სწრაფად მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მაღლა იმყოფება. სწორედ ამიტომ, ადამიანის თავი უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე ფეხები. აქედან გამოდის, რომ სხეულის ყველა ნაწილი ერთდროულად და ერთნაირად ვერ დაბერდება. ასევე დაგაინტერესებთ: ნეგატივი გადამდებია: შემოიკრიბეთ ხალხი, რომლიდანაც მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ დამტკიცებულია მეცნიერულად: სახლში კატის ყოლის კარგი მიზეზები მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
322 1-ს მოსწონს |