რელიგია "აი, ესენი თუ სააკაშვილებზე და ბოკერიებზე უფრო საშიშები არ იყვნენ, მე მოვკვდე "-გოგა კალანდაძე 2019, 23 ოქტომბერი, 10:48
"ნარიმანს (იგივე ბერ ნიკოლოზს), რომელმაც წვერის გაპარსვით საქართველო ვერ გამოიყვანა კრიზისიდან, რაზეც მისი მრევლი დიდ იმედებს ამყარებდა ... ეხლა ოთახში შუქი აუნთია, რასაც თურმე იშვიათად აკეთებს.
თუ პირველმა სასწაულმა (წვერის გაპარსვაზეა საუბარი), საქართველო ვერაფერით ახეირა, ეს უკანასკნელი ქმედება, მისი მრევლის აზრით, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გააბრწყინებს. ამით აღფრთოვანებულებმა მას ლექსი მიუძღვნეს.
ერთ ერთი კუპლეტი, პრაქტიკულად ამ ბიბლიიდან. (მთლიანს ვერ გთავაზობთ, რამეთუ მე ამ ერთის დაწერის ღირსიც არ ვარ) :
ჰეეე ... დიდებულო როგორ ახარებ ირგვლივ ყველაფერს,
სასწაული ხარ სასწაულთა შორის ხილული,
რომ თვით უფალი დაბრძანდები ცოდვილ მიწაზე,
და მეტად გვმართებს ყველა ჩვენგანს ბრძოლა გმირული.
* * * * *
აი, ესენი თუ სააკაშვილებზე და ბოკერიებზე უფრო საშიშები არ იყვნენ, მე მოვკვდე ..."-წერს სოციალურ ქსელში გოგა კალანდაძე.
ბერი ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი, რომელსაც საპატრიარქო არ აღიარებს, მრევლის ნაკლებობას არ უჩივის."წმინდა ღმერთ ნარიმანად" წოდებულისგან, სხვადასხვა სახის სასწაულს ელიან.ნარიმან მაქარაშვილი 14 წელია მდუმარებაში ცხოვრობს. ასე სჯერა მის მრევლს. ისინი ირწმუნებიან, რომ "ბერ ნიკოლოზს" მძიმე დაავადებების განკურნება შეუძლია. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ისინი მის საცხოვრებელთან, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და მღერიან.მის მიერ ნაქირავებ ბინაში მრვალჯერ მოუწია პატრულს მისვლა, რა დროსაც მეზობლებსა და მრევლს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის განმუხტვა უხდებოდათ.
ფეისბუქში ხშირად ვრცელდება მასთან დაკავშირებული პოსტები. შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერმა ნიკოლოზმა წვერი და თმა მოიშორა. მისი მრევლი აცხადებს, რომ ეს "დიდი ცვლილებების ნიშანია".
1134 6-ს მოსწონს
|