x
image
თორ ნიკე
რა წერია ფესტოსის დისკოზე აკადემიკოს გია კვაშილავას გაშიფრვის მიხედვით?
რა წერია ფესტოსის დისკოზე გია კვაშილავას გაშიფრვის მიხედვით?


ფესტოსის დისკო ძვ.წ. 1850-1600 წლით დათარიღებული არტეფაქტია, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1908 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ლ. პერნიეს მიერ. ეს არის დღემდე ჩვენამადე მოღწეული პირველი დოკუმენტი, რომელიც მრავალჯერადი ნიშან-ყალიბებით შეიქმნა. მისი გაშიფრვა მრავალმა მეცნიერმა სცადა ხეთური, ეგვიპტური, ბერძნული და სხვა ენებითა და დიალექტებით, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. 1988 წელს კი, ქალაქ ბუდაპეშტში, საერთაშორისო კონგრესზე, ავსტრიელმა ენათმეცნიერმა ჰერბერტ ძებიშმა წამოაყენა ჰიპოთეზა ფესტოსის დისკოს წარწერის ქართველური წარმომავლობის შესახებ. ამ მტკიცებას ამყარებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: ბერძნების მოსვლამდე დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის - პელაზგების ნათესაობა კოლხებთან, რასაც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ამტკიცებდნენ შემდეგი ლინგვისტები თუ ისტორიკოსები: ვილჰელმ ფრაიჰერ ფონ ჰუმბოლდტი, პაულ კრეჩმერი, ან. მეიე, ედუარდ შვიცერი, ფ. შახერმეირი, სიმონ ყაუხჩიშვილი, სიმონ ჯანაშია, ვლ. გეორგიევი, აკაკი ურუშაძე, ედ. ფურნეე და მრავალი სხვა. ფესტოსის დისკოზე საკმაო ალბათობით კოლხური ოქროდამწერლობით (ხრიზოგრაფიით) ამოტვიფრული წარწერების გაშიფრვა აკადემიკოსმა გია კვაშილავამ მრავალწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად შეძლო, მაგრამ მსოფლიო აღიარებამდე კიდევ გარკვეული გზა არის გასავლელი. აქ შემოგთავაზებთ იმ ტექსტს, რაც გია კვაშილავამ გაშიფრა:


A მხარე:


1. აია-ჭაბუკნო, განმწმენდელნო დაფარული ტაძრისანო


2. აია-ჭაბუკნო, დედის კარის განმწმენდელნო, სადარნო,

3. დაფარეთ თაღი, გაღვთიურებულნო, სადარნო,

4. ქვეყნის სვეტის/სიმაღლის სადარნო,

5. წინმავალო გარუფუნო (კორიბანტებო)

6. ქვეყნის სიმტკიცენო, არწივის სადარნო,

7. ჰქმენთ დაფარული ტაძარი,

8. ქვეყნის სიმტკიცენო, არწივის სადარნო,

9. უკანმავალნო გარუფუნო,

10. გარდაჰქმენით აიას სიცოცხლე ყოველმხრივ!

11. ღამის მთვარით განათებულნო, სადარნო,

12. დედის ქვეყანა მუდამ დაიფარეთ!

13. დაასხნით ხელნი დაფარულად, სხივასონნო მფარავნო

14. ოჯახის ფუძის, ჯიშის სვლა-ბრუნვის განმწმენდელნო, სადარნო...



B მხარე:


1. ოჯახის წყაროვ, სულო მშობელო,

2. მოდგმის ნენავ,

3. ააყვავე ხუთი შტო გევედრებით, მშვენი,

4. ჯიშის სიწმინდით, ახლით ნირშემოსილი,

5. ერთო შტოვ ძლიერო გევედრებით,

6. ოჯახის წმიდავ, ძლიერო,

7. წმიდავ, ხელთძლიერო ხუთი შტოისა,

8. მფარველო, სხივოსანო დედა-ღმერთო,

9. წინამძღოლო, ხანგრძელ ჰყავ დედის ტაძარი სპილენძისა,

10. მაყვავებელო თარხონო,

11. ნათელო ფათო, დახურეთ, გევედრებით,

12. წინამძღოლო, განმწმენდელსხივოსანო,

13. მისი მოგიზგიზე, დაფარული სასახლე დაფარეთ, გევედრებით,

14. ჩვენო მჭედელო, ახლითმოსილო, მთვარისნაირო, გევედრებით!



იმის შესახებ, თუ რატომაა ყველაზე დიდი ალბათობა იმისა, რომ ფესტოსის დისკოს ქართველური ენებით გაშიფრული ტექსტი იყოს რეალობასთან ყველაზე ახლოს, იხილეთ შემდეგი სტატიები, სადაც თავმოყრილია უმეტესწილად თავად გია კვაშილავას მიერ შეგროვებული პირველწყაროები და მრავალი საგულისხმო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია:


1. იბერო-კოლხური მოდგმის ხალხების განსახლების არეალები

2. იბერო-კოლხთა განსახლების ტერიტორია

3. იბერო-კოლხური ტომები კავკასიაში, მცირე აზიასა და ევროპაში

4. კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე

5. კოლხური ქალღმერთი ფასიანე - "დიდი დედის" პანევროპული კულტი

6. კორიბანტები - კოლხი ქურუმები

7. კვირბები - კოლხური ტექსტები

8. პროტოქართველთა დამწერლობის ნიმუშები

9. მინოსური წარწერები - იბერო-კოლხური ტექსტები



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
3866
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
3866
  
2021, 16 ივნისი, 15:21
მეგრელები ქართველები არ არიან?
სამეგრელო საქართველო არ არის და მას საქართველო კლავს?
შენ ალბათ ვ.არძინბას რეინკარნაცია ხარ..
2020, 24 თებერვალი, 11:32
დიდი დედა - სამყაროთამშობელი უსასრულობის განპიროვნებული სახე, კოლხური ქალღმერთი, "1000 ღმერთის დედად", ფასიანედ, რეად და კიბელად წოდებული, ზევსის კრეტაზე, ლასითში დამბადებელი, მატრიარქალური იბერო-კავკასიური, ძველი ევროპის საყოველთაო საკულტო სახე. მისი დიდებული კერპი ფაზის-ქალაქის კარიბჭესთან აღმართულიყო, დაბრძანებული ღვთიურ, ლომებშემბმულ ეტლში. მას და მის პირმშოს, დიად ზევსს კვირბანტები ანუ კორიბანტები იცავდნენ. სწორედ მათი სახელიდან წარმოდგა ებრაულ მითოლოგიაში მაღალი იერარქიის ანგელოზთა სახელი - "ქერუბიმები".
2019, 18 ნოემბერი, 13:36
სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ ყველამ. ეს არ არის საქართველოს ისტორია. ეს კოლხების, იგივე მეგრელების ისტორიაა და ამიტომაც მალავს ამას საქართველო. საქართველო ითვისებს მისთვის სასარგებლოს და ბევრს მალავს რაც კოლხ მეგრელებს უკავშირდება. სამეგრელო სწორედ ის ლაზარეა რომელიც მოკვდა და ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა. დღეს სიკვდილის პირასაა და მას თვით საქართველო კლავს, მაგრამ დადგება დრო როდესაც ყველაფერს პასუხი გაეცემა. მეგრულ ენას კლავენ და არ გვაძლევენ იმის საშუალებას რო ძველი კოლხური შევინარჩუნოთ, პირიქით, გამოდიან და დასცინიან მეგრულს. არადა სწორედ მეგრულ ენაში დევს გასაღები. ამიტომაც გვანიშნა იოანე ზოსიმემ ლაზარეს ენაზე. დაგვეხმაროს სახელმწიფო რომ სამეგრელოს ქალაქებში გაიხსნას სკოლები სადაც მეგრული ენის სწავლება იქნება.
2019, 25 ოქტომბერი, 0:10
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯუმითში იქნა ნაპოვნი ქვა ჯერჯერობით გაუშიფრავი წარწერით, ზუსტად იმავე ნიშან-ასოებით დაწერილი ქვა იქნა ნაპოვნი სამტრედიაშიც. დიდია იმისი ალბათობა, რომ ის იყოს კოლხურად დაწერილი.
საერთოდ კი საქართველოს ისტორია ხელახლაა გადასაწერი იმდენი ტყუილ-მართალი წერია მანდ.
2019, 23 ოქტომბერი, 9:36
ეს ფაქტი აქ არ სჯერათ ჩვენს თანამემამულეებს, ბერძენი და სხვა ცხვირაწეული ერები დაგვიჯერებენ?
0 1 5