ქალი და მამაკაცი მამაკაცმა პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა ქალის გამო 2019, 20 ოქტომბერი, 13:00 30 წლის მამაკაცმა კრასნოკამსკიდან(პერმის ოლქი, რუსეთი) პირდაპირი ვიდეოეთერის დროს თავი მოიკლა.
ახალგაზრდა კაცი 18 ოქტომბერს გვიან ღამით ჩაერთო პირდაპირ ეთერში მან აღნიშნა, რომ პრობლემები შეექმნა პირად ცხოვრებაში, კერძოდ -ქალის გამო "აი ახლახან ვესაუბრე მას და ის მეუბნება, რომ მე ვარ ქალაჩუნა და არა "მუჟიკი", რამდენი წელი ვიცხოვრეთ ერთად, რამდენეჯერ ვცადე მისი დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ". ამის შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა. 59.ru დაუკავშირდა გარდაცვლილის მეუღლეს:"კომენტარის გარეშე!ის იყო საუკეთესო, ქმარი, მეგობარი და მამა" შოკირებულმა მეგობრებმა მის პირად გვერდზე უამრავი კომენტარი დაწერეს, აღნიშნავენ, რომ ის იყო კეთილი და ყურადღებიანი: "შენ მაგარი და მხიარული ბიჭი იყავი!დაე იქაც ასე იყოს" "ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღე" -წერენ კომენტარებში. -მიშა მშენებლობაზე მუშაობდა, იყო კარგი და კეთილი ბიჭი, ვაჟი ჰყავდა პატარა, დარჩა უმამოდ-სამარადისო ხსოვნა იყოს მისი!მეგობრებმა ფული შევაგროვეთ, სამშაბათს დავკრძალავთ, დასაფლავება იქნება ღირსეული, ძნელი სათქმელია, რატომ მოხდა ასე, ყველაფრისგან დაიღალა, მუდმივად შვილზე ფიქრობდა, ყველაფერს საზღვარი აქვს"-აღნიშნა გარდაცვლილის მეგობარმა ვასილიმ. "საგამომძიებლო კომიტეტის თანამშრობლები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, გატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიება, დაიკითხებიან მოწმეები, დადგინდება ინციდენტის გარემოებები."-ნათქვამია ГУ МВД პრეს-სამსახურის განცხადებაში. როგორც გაირკვა, აწ გარდაცვლილი მიხეილ პ. ორჯერ ჩაერთო პირდაპირ ეთერში, პირველ ვიდეოში აღნიშნავდა, რომ ერთმანეთის მიმართ "სანახევროდ" ერთგულები იყვნენ, რომ თავის მოკვლას აპირებდა, ვიდეოებიდან ჩანს, რომ ის საკმაოდ არადეკვატურად იქცეოდა. 433 2-ს მოსწონს
|