x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ენოქის წიგნი (ნაწილი მეექვსე)

ენოქის წიგნი


ენოქის წიგნის პირველი 5 ნაწილის წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:


1. ენოქის წიგნი (ნაწილი I)

2. ენოქის წიგნი (ნაწილი II)

3. ენოქის წიგნი (ნაწილი III)

4. ენოქის წიგნი (ნაწილი IV)


5. ენოქის წიგნი (ნაწილი V)



თავი XXXI


და ვიხილე სხვა მთა, რომელზეც იყო ხეები, გადმოედინებოდა წყალი და გადმოედინებოდა მისგან სითხე, მსგავსი ნექტარისა, რომელსაც უწოდებენ სტირაქსს და გალბანს. ამ მთის მიღმა მე ვიხილე სხვა მთა და მასზე იყო ალოეს ხეები და ეს ხეები სავსე იყო ნაყოფით, რომელიც ჰგავდა ნუშს და იყო მკვრივი. თუ მოწყვეტ ამ ნაყოფს, მას ექნება უკეთესი სურნელი, ვიდრე ოდესმე რაიმესგან გიგრძვნია.


ენოქის წიგნი





თავი XXXII


და ამ სურნელის შეყნოსვის შემდეგ, მე გავიხედე მთების წვერისკენ ჩრდილოეთით და ვიხილე შვიდი მთა სავსე ძვირფასი მცენარე ნარდით და დარიჩინისა და წიწაკის სურნელოვანი ხეებით. ამ ადგილებიდან მე მთის მწვერვალებისკენ გავემართე, შორს აღმოსავლეთით.. გავიარე წითელი ზღვა და შორს წავედი მისგან, გავიარე უზენაეს ანგელოზებთან და მივედი მართალთა ბაღში. ვიხილე ამ ხეებს შორის უამრავი მაღალი ხე, ტკბილი სურნელებით, დიდი, ძალიან ლამაზი და ბრწყინვალე. ეს იყო სიბრძნის ხეები, რომლის ნაყოფის ჭამით, იღებ დიდ სიბრძნეს. ის არის როგორც კერატის ხე და ჰგავს მის ნაყოფს. ჰგავს ყურძენს ვაზზე, ძალიან ლამაზია და ამ ხის სურნელება ვრცელდება და აღწევს შორეულ მანძილზე. შემდეგ მე ვთქვი: "ეს ხე მშვენიერია! რა მშვენიერი და საამურია მისი გარეგნობა!" და წმინდა ანგელოზმა, რაფაელმა, რომელიც მახლდა, მიპასუხა და მითხრა: "ეს არის ხე სიბრძნისა, რომლის ნაყოფიც იგემა შენმა წინაპარმა მამამ და დედამ და მიიღეს სიბრძნე. მათ აეხილათ თვალები და მიხვდნენ, რომ იყვნენ შიშვლები და ისინი განიდევნენ ბაღიდან."


ხე სიბრძნისა





თავი XXXIII


ამ ადგილიდან მე წავედი დედამიწის ბოლოს და ვიხილე დიდი ცხოველები, რომლებიც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ასევე ფრინველები, რომლებიც განსხვავდებოდნენ გარეგნობით, სილამაზით და ხმით - თითოეული გამოირჩეოდა სხვებისგან. ამ ცხოველებისგან აღმოსავლეთით მე ვიხილე დედამიწის ბოლო, სადაც განისვენებს ზეცა და ღიაა ზეცის კარიბჭე. ვიხილე, თუ როგორ ამოდიოდნენ ზეციური ვარსკვლავნი და დავთვალე კარიბჭეები, საიდანაც გამოდიოდნენ, ჩავიწერე თითოეული მათგანის ყოველი გამოსვლა თანმიმდევრობით, მათი სახელები და მათი თვეები და ანგელოზმა ურიელმა, რომელიც მახლდა, მაჩვენა ყველაფერი და ჩაწერა ასევე მათი სახელები ჩემთვის, მათი კანონები და მათი მოქმედების კანონზომიერებანი.


ენოქის წიგნი





თავი XXXIV


ამ ადგილიდან გავემართე ჩრდილოეთ მხარეს, დედამიწის ბოლოსკენ. მე ვიხილე დიდებული და ბრწყინვალე საოცრება მთელ დედამიწაზე. იქ მე ვიხილე სამი კარიბჭე ზეცისა. თითოეული მათგანიდან ჩრდილოეთის ქარი გამოდის. როდესაც ქრიან ისინი, მაშინ თრთვილი მოდის, სეტყვა, თოვლი, ნისლი და წვიმა და სიცივე ისადგურებს. ერთი კარიბჭიდან ქრის სიკეთისთვის, მაგრამ როდესაც ორი კარიბჭიდან ერთდროულად ქრიან, ეს არის ძლიერი ქროლვა და მიწაზე მოაქვს ტანჯვა და ქრიან ისინი ძლიერად.


ენოქის წიგნი





თავი XXXV


და ამ დგილიდან მე გავემართე დასავლეთ მხარეს, დედამიწის ბოლოსკენ. იქ კი ვიხილე სამი კარიბჭე, როგორც აღმოსავლეთ მხარეს - ერთმანეთის მსგავსი კარიბჭეები და ერთმანეთის მსგავსი გასასვლელები.


ენოქის წიგნი





თავი XXXVI


ამ ადგილიდან მე გადავადგილდი სამხრეთ მხარეს, დედამიწის ბოლოსკენ და ვიხილე იქ ზეცის სამი ღია კარიბჭე. სამხრეთის ქარი, ბურუსი, წვიმა და ქარი გამოდიოდა მათგან. ამ ადგილიდან გავემართე აღმოსავლეთ მხარეს ზეცის ბოლომდე. იქ ვიხილე აღმოსავლეთის სამი ღია კარიბჭე ზეცისა და მათ მაღლა იყო პატარა კარიბჭე. ამ სამი პატარა კარიბჭიდან გამოდიან ზეციური ვარსკვლავები და მიემართებიან დასავლეთისკენ გზაზე, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი. და როცა ვიხილე, მე ვადიდე და ყოველთვის ვადიდებ ბრწყინვალე უფალს, რომელმაც შექმნა დიდებული და ბრწყინვალე საოცრება. რათა ეჩვენებინა მისი შემოქმედების დიდებულება ანგელოზებისთვის და ადამიანთა სულებისთვის. დაე, აქებდნენ ისინი მის შემოქმედებას. დაე, ყოველმა მისმა ქმნილებამ იხილოს მისი ძლევამოსილება, ადიდონ მისი ხელების შემოქმედება და ლოცონ იგი მარადიულად.


დასასრული...



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
493
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
493
  
2019, 17 ოქტომბერი, 23:20
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება --- www.Bredhot.Com
0 1 1