x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო ბერი, რომლიც სასწაულებს გარდაცვალების შემდეგაც აღასრულებს

ცხონების ყველაზე მარტივი გზაა, არავინ განიკითხო და ღმერთიც არ განგიკითხავს.

imageმამა ვიტალი (სიდორენკო) 1928 წელს რუსეთში დაიბადა.
იგი დაბადებიდანვე უფლისგან იყო გამორჩეული. მამა ვიტალის ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდრო კავშირშია საქართველოსთან, იგი ბერად საქართველოში აღიკვეცა და აქვე თბილისში ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მამა ვიტალის ძალიან
უყვარდა საქართველო, მან გაითავისა ამ უძველესი ქვეყნის ისტორია, მისი ხალხის ტკივილი და ტანჯვა. შეიყვარა ქართული ღვთისმსახურება, მისი უძველესი საეკლესიო საგალობლები და ღრმა პატივს მიაგებდა საქართველოს ეკლესიის წნიდანებს, ძალზე უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება.
მამა ვიტალის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც მრავალი
სასწაული აღუსრულებია ღვთის მადლით. მის საფლავზე ღვთის რწმენით მრავალი ადამიანი განკურნებულა.
მამა ვიტალი მთელი თავისი სიცოცხლე უფალს და ხალხს ემსახურებოდა. ასეა დღემდე, მას ანდერძად დაუბარებია: “მოდით ჩემს საფლაზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო”.

რუსი ბერის საფლავზე, რომელსაც ძლიერ უყვარდა საქართველო და ქართველები, ყოველდღიურად მიდიან მორწმუნეები მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.

1992 წლის 5 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესიის, სრულიად საქართველოს კimageათალიკოს პატრიარქის ილია II – ის კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალეს წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში. (ჯავახიშვილის ქ. №69-ში)
უამრავი ადამიანი რომლებსაც ჰქონდათ მამა ვიტალის გაცნობისა
და მასთან ურთიერთობის ბედნიერება, ბევრ საინტერესო
მოგონებას გვიზიარებენ:


ნატალია (ქ. თბილისი): “როდესაც მატერიალურად განსაკუთრებით გვიჭირდა, დედა წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის
ტაძარში წავიდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინ დადგა და სთხოვა მას, თუნდაც 20 მანეთი მაინც ებოძებინა ჩვენთვის. მალე საკურთხევლიდან მამა ვიტალი
გამოვიდა, დაუძახა დედას, რაღაც შეკრული ფუთა გადასცა და უთხრა: „სახლში გახსენი, ეს დედა ღვთისმშობელმა გამოგიგზავნა.“ სახლში დედამ გახსნა ფუთა და მასში აღმოჩნდა საცვლები
და 20 მანეთი.“
imageეპისკოპოსი ნიკონი (ვასიანი): “მამა ვიტალი სხვა აღმსარებლობის ადამიანებისთვისაც ლოცულობდა. ვიეტნამის ომის დროს ის სანთლებს ანთებდა ვიეტნამელთათვის, რომელთა შესახებაც ტელევიზიით გადმოსცემდნენ.
ნინო: მამავიტალის საფლავზე პირველად, რომ მივედი და დახმარება ვთხოვე მაშინ არ ვიცოდი მისი დანაბარები – “მოდით ჩემს საფლაზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო”. მართლაც დამეხარა და თან არაერთხელ. მის საფლავთან საკვირველი აურაა – ქალაქის ცენტრში, მანქანების ხმაურში სიმშვიდე და დიდი იმედია.
თამარი: მამა ვიტალის შესახებ ძალიან გვიან შევიტყვე, საშინლად ვინანე, რომ მანამდე არაფერი ვიცოდი მის შესახებ. უამრავი განსაცდელის წინაშე ვიდექი და დიდმარხვას ვინახავდი. მის საფლავზე მივედი, ვილოცე და ”ვესაუბრე” ვგრძნობდი, რომ მისმენდა, როგორც ცოცხალი ადამიანი!.. საოცარი შეგრძნება იყო! ზუსტად ერთ თვეში ამისრულდა უფლისათვის სათნო ჩემი თხოვნა. იგი ყოველთვის მეხმარება, როცა მივმართავ. ვგრძნობ მის თანადგომას და იმასაც ვგრძნობ რომ გულში მიწყრება, როდესაც მიწიერი საზრუნავები მიტაცებს და უფალს ვშორდები…

imageimageimageimageimage
























2
3244
7-ს მოსწონს
ავტორი:david danelia
david danelia
3244
  
2013, 12 ნოემბერი, 17:03
ნამდვილად, მთელი ორსულობა მამა ვიტალის და მამა გაბრიელის საფლავზე გავატარე, სხვა ვერაფერი მგვრიდა სიწყნარეს და ბედნიერებას.
2013, 12 ნოემბერი, 14:38
“მოდით ჩემს საფლაზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებით”----მართლაც გვეხმარება მამა ვიტალი:)
0 1 2