x
image
თორ ნიკე
ლეჩხუმის მცველი სამი ძმა-ციხე: "დაუხვდი", "დაჰკარი" და "არ გაუშვა"

ლეჩხუმის მცველი სამი ძმა-ციხე: "დაუხვდი",  "დაჰკარი" და "არ გაუშვა"


მურის ციხეთა კომპლექსი, იგივე სქიომარი ან ციხნარი ციხე-სიმაგრეთა ბუმბერაზი კომპლექსია ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. გვიანანტიკური პერიოდიდან 1867 წლამდე ის ჯერ სკვიმნიის, შემდეგ თაკვერის და ბოლოს შუა საუკუნეებში წარმოქმნილი ლეჩხუმის დიდებული სათავადოს მცველი, კულტურული და პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახლდათ. მურის ციხის ნახვა აკვირვებს მნახველს, მაღალ მთაზე აშენებული კომპლექსი უზარმაზარი ქვებითაა ნაგები და შედგება სამი ძმა-ციხისგან, რომლებსაც ჰქვიათ: მარჯვედ დახვდი", "ჰკა მაგას" და "არგაუშვა". ჩვენს წინაპრებთან ერთად ამ სამ მრავალ ბრძოლაში ნატანჯ ციხეს პოეტმა ირაკლი აბაშიძემ ასეთი ლექსი მიუძღვნა:


"მურის ძველ ხიდთან, სადაც გორმახებს

თითქოს მდინარემ დანა დაუსვა,

სამი ციხე დგას: ციხე "დაუხვდი",

ციხე "დაჰკარი" და "არ გაუშვა".

თავს რომ იწყვეტდა ომის ქარბუქი

და მთებს დაჰყეფდა შავი ფრინველი,

ციხე "დაუხვდი" - ფიცხი ჭაბუკი,

მკერდით ხვდებოდა მომხდურს პირველი!

როცა ტყდებოდა მტრების ალყაში

ციხე "დაუხვდის" ზღუდე მაგარი,

ომის ქარ-ცეცხლში დინჯი ვაჟკაცი

გადეშვებოდა ციხე - "დაჰკარი"!

როცა მძლავრობდა მტერი გულშავი

ციხე "დაჰკარის" მხრების დრეკაში,

"არ გაუშვაო" - "არ გაუშვაო" -

მტრის წინ დგებოდა ციხე-ბერკაცი!

და ნანგრევების მტვრიან ჰაერში

წითლად ელავდა ხმალი ქართული:

"დაჰკარ", "დაუხვდი" და "არგაუშვა" -

იდგა გუგუნი გოლიათური!

ციხე მისდევდა ციხის მაგალითს,

მოძმეს გვერდს ედგა მოძმე ხნიერი,

და ციხეც ციხით იყო მაგარი,

ვით კაცი კაცით - იყო ძლიერი...

შენ, მოგზაურო! ვისაც გეღირსა

ქვეყნად მშვიდობის დღესასწაული,

შედექ! შეჩერდი მურის ძველ ხიდთან,

ამ სამ გოლიათს როცა ჩაუვლი,

ყური მიუგდე ქედებს, მთა-გორებს,

ჩუმად მთვლემარებს კიდით-კიდეში,

"დაჰკარ", "დაუხვდი" და "არ გაუშვა" -

იქნებ მოგესმას ამ სიმშვიდეში...

იქნებ მოგესმას მამებს, წინაპრებს,

ქვეყნად მშვიდობა რად არ ჰქონიათ

შესდექ ლომ-გმირთა ხსოვნის წინაშე,

ყური მიუგდე ამ სამ გოლიათს.

ყური მიუგდე - როგორ გადურჩა

მტრის ხმალს ქვეყანა ცრემლდანამული,

დაჰკარ, დაუხვდი და არ გაუშვა -

აი რა არის ჩვენი მამული!






ილუსტრაციის ავტორი: ბარბარე მაჭავარიანი


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
628
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
628
  
2019, 10 ოქტომბერი, 6:43
"თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენს მამა-პაპას ეთქმის და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა"

ილია ჭავჭავაძე
0 1 1