x
image
თორ ნიკე
ლონგიუს გამოქვაბულების აუხსნელი ფენომენი
ლონგიუს გამოქვაბულების აუხსნელი ფენომენი


ლონგიუს გამოქვაბულები (Longyou caves) ჩინეთში მდებარეობს, კერძოდ ლონგიუს მუნიციპალიტეტში, ქუჭოუს პრეფექტურაში, ჭეჯიანგის პროვინციაში, სოფელ შიიან ბეიკუნის მახლობლად. მას ასევე უწოდებენ ქსიაონანჰაის ქვების ოთახებს. ეს არის დაჯგუფება 24 გამოქვაბულისა, რომელიც ხელოვნურადაა გამოჭრილი. ამ 24 ოთახიდან თითოეულის "იატაკის" ფართობი საშუალოდ 1000 კვადრატული მეტრია, ხოლო "ჭერის" სიმაღლე 30 მეტრს აღწევს. ჯამში 24 ოთახი მოიცავს 30, 000 კვადრატულ მეტრ ფართობს. ეს არის მასშტაბური კლდეში ნაკვეთი დარბაზები, რომელიც აოცებს ექსპერტებს, რომლებმაც ის შეისწავლეს: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გეოლოგებმა, ინჟინრებმა, არქეოლოგებმა და არქიტექტორებმა არ იციან ვინ, რომელმა კულტურამ, რომელმა ხალხმა რისთვის გააკეთა და როდის ეს საოცარი გამოქვაბულები, რომელიც ჩინეთში ძველი სამყაროს მეცხრე საოცრებადაა მიჩნეული (მერვე ჩინეთის კედელია). მკვლევარები ამბობენ, რომ ეს ცინის დინასტიამდელი კომპლექსია, ცინის დინასტია კი ძვ.წ. 221 წელს დაარსდა (ანუ ლონგიუს გამოქვაბულები მინიმუმ 2200 წლისაა), მაგრამ დიდი ალბათობით თავადვე ამბობენ, რომ ეს ბევრად დიდი ხნის წინ შეიძლება რომ იყოს გაკეთებული.


ლონგიუს გამოქვაბულების აუხსნელი ფენომენი


საქმე იმაშია, რომ ჩინეთს ისტორიულ დოკუმენტებში ყველაფრის აღწერის საუკეთესო ტრადიციები გააჩნია ისევე, როგორც ბერძნებს. საოცარია, რომ არავინ არაფერი იცოდა ამ შესანიშნავი კომპლექსის შესახებ 1992 წლამდე, სანამ ის ადგილობრივმა ფერმერებმა შემთხვევით არ აღმოაჩინეს. ამდენად მასშტაბური მშენებლობის შესახებ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩაწერილი რაიმე ინფორმაცია მრავალრიცხოვან ჩინურ ისტორიულ ქრონიკებში, მაგრამ ასეთი რამ არ გვხვდება არც ჩინურ და არც სხვა რომელიმე მეზობელი ხალხის ისტორიულ წერილობით წყაროებში. გასაოცარია ასევე ამ კომპლექსის გამოჭრის სიზუსტე და განვითარებული ხელსაწყოების გამოყენების კვალი. ის კლდე, რომელშიც გამოჭრილია საოცრად დიდი ზომის და კარგად დამუშავებული 24 შიდაკლდოვანი გიგანტური დარბაზი - შედგება ალევროლითისგან, რომელიც საკმაოდ მყარია და გამოსაჭრელად რთული, მით უმეტეს იმ იარაღებისთვის, რომელიც 2000 - 2500 წლის წინ ან თუნდაც უფრო შორეულ წარსულში ჰქონდათ არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ კაცობრიობას.



ლონგიუს გამოქვაბულების აუხსნელი ფენომენი


თითქმის გამორიცხულია, რომ ეს უბრალო ჩაქუჩით და სოლით იყოს გამოჭრილი. ამის შეუძლებლობას ადასტურებს თავად კედლები, რომელიც ნათლად ასახავს, რომ ისინი განვითარებული იარაღებით დაამუშავეს, რომელიც ტოვებს დიდი სიზუსტის პარალელურ ზოლებს და ამ ზოლებს შორის დაშორება მილიმეტრობითაც კი ზუსტია. ასეთ კვალს ახლა მხოლოდ დანალექი ქანების დასამუშავებლად გამოყენებული სპეციალური მანქანები ტოვებს. ასეთი ზოლებით არის დამუშავებული აბსოლუტურად უკლებლივ ყველა დარბაზი ძირიდან ჭერის ჩათვლით. ექსპერტების ვარაუდის დონეზე აცხადებენ, რომ შესაძლოა ეს უბრალოდ ოთახების ინტერიერის გასაფორმებლად გააკეთეს, ვინაიდან ასეთივე გაფორმებები აღმოჩენილია იმ ჭურჭელზე, რომელიც ახლომდებარე მუზეუმშია განთავსებული და დათარიღებულია ძვ.წ. 800 - ძვ.წ. 500 წლით. ამის მიუხედავად ძალიან რთულია ვამტკიცოთ, რომ ამ პერიოდში იქნა შექმნილი ლონგიუს გამოქვაბულები.


ლონგიუს გამოქვაბულების აუხსნელი ფენომენი


აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გამოქვაბულების გამოჭრისთვის საერთო ჯამში საჭირო იყო 1 მილიონი კუბური მეტრი კლდის გამოტანა. გამოთვლილია, რომ გამოქვაბულების გამოჭრაზე რომ ემუშავა ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ერთდროულად 1000 (ათას) ადამიანს, ისინი ამ სამუშაოს მინიმუმ 6 წლის განმავლობაში დაასრულებდნენ. მაგრამ ამ გამოთვლისას არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ ძალიან ზუსტადაა ნათალი კლდეები, რასაც თუ განვითარებული იარაღებით არ გააკეთებდნენ, მაშინ ათობით წელი და უმძიმესი, ძალიან დაკვირვებული და ნელა მუშაობა დასჭირდებოდა, საერთოდ თუ იქნებოდა შესაძლებელი... აღსანიშნავია, რომ არქეოლოგიური სამუშაოებისას, რომელიც ძალიან სკრუპულოზურად ჩატარდა მთელი კომპელქსის გარშემო და თავად კომპლექსიც კარგად იქნა შესწავლილი, არ გამოვლენილა არცერთი არტეფაქტი, იარაღი, რომლითაც შეიძლებოდა ემუშავათ მუშებს. ასევე არ ვიცით სად წაიღეს და სად გადაყარეს მშენებლებმა ის მილიონი კუბური მეტრი კლდოვანი მასალა, რომელიც დარბაზების გამოჭრისას გამოიტანეს.


ლონგიუს ერთ-ერთ დარბაზში ჩასასვლელი კიბე


როდესაც ადგილობრივმა ჩინელმა ფერმერებმა ეს გამოქვაბულები აღმოაჩინეს 1992 წელს, მხოლოდ 5 გამოქვაბული იყო წყლისგან თავისუფალი, დანარჩენი 19 წყლით იყო სავსე. მკვლევარებს ეგონათ, რომ დანარჩენი ქვაბულები შესაძლოა ბუნებრივი ყოფილიყო და წყლით ამოვსებულ ე.წ. "უფსკერო ტბორებს" წარმოადგენდნენ, რომლითაც სავსეა ჩინეთი. ამგვარი "უფსკერო ტბორები" (როგორც ადგილობრივი ხალხი უწოდებს მათი დიდი სიღრმის გამო) სავსეა თევზით, რომლებსაც ადგილობრივები უძველესი დროიდან სათევზაოდ ოჯახების გამოსაკვებად იყენებდნენ. აქ კი, ამ გამოქვაბულების ამოშრობისას არათუ არცერთი თევზი არ იქნა ნანახი, არამედ არცერთი ცოცხალი არსება. წყლისგან გამოქვაბულების გათავისუფლებას და სრულად ამოტუმბვას 17 დღე დასჭირდა.


ლონგიუს გამოქვაბულების აუხსნელი ფენომენი


გაუგებარია ისიც, თუ რატომაა ასე კარგად შემონახული ამდენი ხნის განმავლობაში ეს კომპლექსი, რომელმაც მინიმუმ 2200 წლის განმავლობაში გადაიტანა უამრავი წყალდიდობა, მიწისძვრა, სხვა სტიქიური უბედურებები და დაზიანებული მცირედაც კი არაა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადგილას კედლების სისქე მხოლოდ 50 სანტიმეტრია.

ასევე საინტერესოა, რომ გამოქვაბულების უმრავლესობა ძალიან ბნელია და დღის შუქი მხოლოდ დღის გარკვეულ მცირე პერიოდში ანათებს, დანარჩენ პერიოდში საჭირო იქნებოდა იქ მუშაობისას განათების გამოყენება. 2200 წლის წინ გასანათებლად ჩირაღდანი ან ამგვარი წვის საშულებები უნდა გამოყენებული, არადა იქ არ არის აღმოჩენილი კედლებზე რაიმეს ნამწვის კვალი.


ლონგიუს გამოქვაბული


ლონგიუს გამოქვაბულების დიდი უმრავლესობა დღეს მნახველთათვის მთავრობის მიერ დახურულ სივრცედაა გამოცხადებული. ტურისტებს მხოლოდ რამდენიმე მათგანში აქვთ შესვლის უფლება.


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
1406
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1406
  
2019, 10 ოქტომბერი, 13:29
ეს კლდოვანი გამოქვაბულები წარღვნამდელ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციას ეკუთვნის, რომელიც 7527 წლის წინანდელია.
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მათ იცოდნენ: ქვის დარბილება, ამჩატება, უსადენო ელექტრო განათება, უშრეტ ენერგიაზე მომუშავე მანქანების გადაადგილება და ასე შემდეგ.
0 1 1