საზოგადოება ჭორვილაში მღვდლის შვილი, 17 წლის ლუკა ივანიშვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს 2019, 5 ოქტომბერი, 23:58 ტრაგედია საჩხერის მუნიციპალიტეტში - ვინ იყო ლუკა ივანიშვილი და რა გახდა სოფელ ჭორვილაში 17 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი. ოჯახთან დაახლოებული ადამიანები ჰყვებიან, რომ ბიჭი იმ დღეს ნასვამ მდგომარეობაში იყო, თუმცა რა მოტივით უნდა ჩაედინა ლუკას თვითმკვლელობა, მათთვისაც გაუგებარია. რაც შეეხება გავრცელებულ ინტერნეტთამაშ ლურჯ ვეშაპთან მოზარდის კავშირს, ახლობლები ამ ფაქტს გამორიცხავენ. მოზარდი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, ჩამომხრჩვალი საკუთარმა დამ ნახა. როგორც ჰყვებიან, „გვითხრეს, პულსი ჯერ კიდევ ჰქონდა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა“. ლუკა ივანიშვილი ყველასთვის საყვარელი მოზარდი იყო. გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით და მღეროდა არაჩვეულებრივად, ის სასულიერო პირის, მამა არკადის შვილია, რომელიც ჭორვილას ეკლესიაში მსახურობს. როგორც ახლობლები გვიყვებიან, ლუკა თავადაც ატარებდა სტიქარს. ლუკა ივანიშვილი გუნდ" ჩანამღერში" მღეროდა, სწავლობდა ვოკალს და დამთავრებულია აქვს მუსიკალური სკოლა საფორტეპიანო მიმართულებით. მოზარდის გარდაცვალებას მის ფეისბუქგვერდზე კომენტარებით ეხმაურებიან. „შენ მოგიკვდა შენი ბებო, ჩემო თბილო, ჩემო ჭკვიანო და ჩემო ნიჭიერო ბიჭო, ეს რა ქენი ბებო, რატომ დაგვღუპე, ნათელში მიმყოფოს შენი წ მინდა სული, სანთელი და საკმეველი არ მოგკლებოდეს. ჩვენო დიდო ტკივილო!!!!!!!!!“ - წერს ლუკას ფეისბუქ გვერდზე ციალა ბუღაძე. „ასე როგორ მოექეცი შენს თავს ლუკა? ასე როგორ მოიქეცი ლუკააა მეგონა შენს საოცარ ხმას მთელი მსოფლიო მოისმენდა და შენით ყველა იამაყებდა ლუკა ღმერთო ეს რა ხდებაააა“ „დღევანდელი დღე ასე არ უნდა გათენებულიყო... შენ რა იფიქრე ნეტა ... მწვერვალებზე ვიღაცეები უნდა ყოფილიყვნენ და შენ ჩვენთან...“ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 1058 1-ს მოსწონს
|