საზოგადოება ტოპ 3 სკანდალური სამეფო ქორწილი 2019, 5 ოქტომბერი, 14:45 დედოფალ ელისაბედის ბიძამ - ედვარდ VIII-მ ტახტზე უარი თქვა, რადგან მას არ მისცეს უფლება ორჯერ განქორწინებულ, თავისზე 12 წლით უფროს, ამერიკელ ქალზე დაქორწინებულიყო. უოლის სიმპსონი სამეფო ოჯახისთვის და მთელი ბრიტანული საზოგადოებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. ჰოდა, მეფეც ჰერცოგის ტიტულს დასჯერდა, საყვარელ ქალზე იქორწინა და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. სიცოცხლის ბოლომდე ერთად და ბედნიერად ცხოვრობდნენ. თუმცა ეს ურთიერთობა და ქორწინება ბრიტანეთში ძალიან დიდი განკითხვის საგანი იყო და მითქმა-მოთქმა ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა მეორე მსოფლიო ომის დაწყება. 2005 წელს, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმაც განქორწინებულ ქალზე, კამილა პარკერზე იქორწინა. ეს ქორწინებაც არ ყოფილა ნაკლებ სკანდალური, რადგან პრინც კამილასთან თითქმის 35 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა, რომელიც მათი ქორწინებების პარალელურად მიმდინარეობდა და განქორწინებების მიზეზიც ეს გახდა. ბრიტანელები კამილას პრინცესა დაიანას ცხოვრების დანგრევაში ადანაშაულებდნენ და აის გამო არ სურთად ეს ქორწინება, რომელიც საბოლოოდ მაინც შედგა. განქორწინების გამო კამილამ ვერ მიიღო "უელსის პრინცესის" ტიტული და მომავალში ვერც "დედოფლის" ტიტულს მიიღებს. 2001 წელს ნორვეგიის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჰააკონმა იქორწინა არადიდგვაროვანი წარმოშობის, მარტოხელა დედაზე - მეტე-მარიტზე. წყვილის ნიშნობის გამოცხადების შემდეგ ამ ქორწინებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მეტე-მარისის ვაჟის მამა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მიუხედავად ამისა, წყვილი დაქორწინდა და 2 საერთო შვილთან ერთად, მეტე-მარისის უფროს ვაჟსაც ზრდის. თუმცა, მომავალი დედოფლის წარსული დღესაც აქტიური განხილვის საგანია ნორვეგიაში.
127 1-ს მოსწონს
|