წვნიანი კერძები როგორ მოიქცეთ, თუ წვნიანი მარილიანი გამოგივიდათ ? 2019, 4 ოქტომბერი, 19:32 ნუ იჩქარებთ გამზადებული კერძის გადაღვრას – ყველაფრის გამოსწორება შეიძლება! დაამატეთ წყალი თუ ქვაბში კიდევ არის ადგილი, დაამატათ ადუღებული ან გაფილტრული წყალი. ეს მეთოდი დაგეხმარებათ მაშინ, როცა საჭმელი თხელი არ არის. დაამატეთ ბრინჯი ბრინჯი "ისრუტავს" ზედმეტ მარილს ბულიონიდან და ამასთანავე საჭმელს უფრო გემრიელს ხდის. თუ არ მოგწონთ წვნიანში ბრინჯი, არის კიდევ ერთი მეთოდი: ბრინჯი მარლაში გამოკარით, კარგად მოუკარით თავი, ჩაუშვით წვნიანში და მასთან ერთად ადუღეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ მარლის ტომსიკა გადააგდოთ: ბრინჯი ზედმეტ მარილს თან გაიყოლებს. ასევე გამოდგება ბრინჯის ფაფების სწრაფი მოსამზადებელი პაკეტებიც: ჩაუშვით პაკეტი წვნიანში და ცოტა ხანში ჩამჩით ამოიღეთ. დაამატეთ კარტოფილი შეგიძლიათ მოზრდილი კარტოფილი დაამატოთ. თუ კარტოფილის სუპში დატოვება არ გაქვთ გადაწყვეტილი, შეგიძლიათ უკვე მარილგამჯდარი კარტოფილი ამოიღოთ ქვაბიდან და გადააგდოთ, მაგრამ გახსოვდეთ, თუ ეს ბოსტნეული გათვალისწინებული არ იყო რეცეპტში, მასიდან ამოღების შემთხვევაშიც კი გემოს დაუტოვებს კერძს. დაამატეთ პური გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში პური ხმელი, გამომშრალი უნდა იყოს. როგორც ბრინჯი, შეგიძლიათ ჩადოთ მარლის ტომსიკაში და რამდენიმე წუთით სუპში დატოვოთ. იყავით ფრთხილად: თუ პური ძალიან გაითქვიფება, ბულიონში ბურთულების სახიტ დარჩება. დაამატეთ კვერცხი აიღეთ ახალი კვერცხი, გამოაცალკევეთ გული ცილისგან, ცილა ადუღებულ წვნიანში ჩაასხით, და კარგად მოურიეთ. როცა ცილა ზევით ამოვა, ნასვრეტებიანი კოვზით ამოიღეთ წვნიანიდან. ასევე ნახეთ ეს პროდუქტები არ უნდა ჭამოთ 40 წლის მერე ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ფაფები რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად მაგნიტებს ნუ მიაკრავთ მაცივარზე!!! გაიგეთ რას ამბობენ ექსპერტები მაგნიტებს ნუ მიაკრავთ მაცივარზე!!! გაიგეთ რას ამბობენ ექსპერტები დიეტოლოგები ნებას რთავენ გახდომის მსურველებს "ფასთ ფუდი" ჭამონ 277 1-ს მოსწონს
|