სხვა თვალისმომჭრელი ინდოელი ქალბატონები, რომლებმაც მსოფლიო მოხიბლეს 2020, 3 მარტი, 22:48 პრიანკა ჩოპრა 37 წლის პრიანკა ჩოპრას სილამაზეს არა მარტო მისი თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, არამედ მსოფლიოს წამყვანი სამოდელო სააგენტოებიც. 2000 წელს პრიანკა "მის მსოფლიო" გახდა. პრესტიჟულმა ჯილდომ მას გზა გაუხსნა შოუ-ბიზნესისკენ და კინო-ინდუსტრიისკენ. მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლიდან არაერთი როლი ერგო ბოლივუდში, მასზე მაინც მხოლოდ მაშინ ალაპარაკდნენ, როცა შეიტყვეს, რომ მეგან მარკლისთან მეგობრობდა. 2018 წლის დეკემბრიდან ის ნიკ ჯონსონთანაა ქორწინებაში. სუშმიტა სენი 44 წლის სუშმიტა პირველი ინდოელი ქალი იყო, რომელმაც "მის სამყაროს" ტიტული მოიპოვა. თავიდან უნდოდა ჟურნალისტი გამხდარიყო, მაგრამ 1994 წელს სამოდელო სამყარომ მისი გეგმები შეცვალა. მას ბოლივუდში გადაღებები შესთავაზეს და ახალი ვარსკვლავიც დაიბადა. მსახიობი დღემდე მრავალ ფილმში მონაწილეობს, პარალელურად ზრდის ორ ნაშვილებ გოგონას, რენეს და ალისას. სუშმიტამ 25 წლის ასაკში მიიღო მყარი გადაწყვეტილება, მარტოხელა დედა გამხდარიყო და ჯერ ერთი გოგონა იშვილა, შემდეგ კი მეორე. აიშვარია რაი აიშვარია რაი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა ინდოეთიდან. ის, როგორც პრიანკა ჩოპრა, მფლობელი იყო "მის მსოფლიოს" ტიტულის, მხოლოდ 6 წლით ადრე. აიშვარიამ არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლას თავი დაანება და სამოდელო და სამსახიობო კარიერა დაიწყო. აღმოსავლელი ლამაზმანის ანგარიშზეა ჟურნალ Vogue-ისთან და კომპანია Pepsi-სთან თანამშრომლობა. 2004 წელს მან საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია Aishwarya Rai Foundation დააარსა და მუდმივად ეხმარება ღარიბებს. აიშვარია რაი ახლა 46 წლისაა, მაგრამ დღემდე საუკეთესოდ გამოიყურება. ფრიდა პინტო 35 წლის ფრიდა მართალია ბევრი პროექტით არ გამოირჩევა, მაგრამ მის სახელთანაა დაკავშირებული ოსკაროსანი ფილმი "მილიონერი ღარიბთა უბნიდან", ასევე "მაუგლი". სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას, რაც წარმატებით ეხმარება ჰოლივუდში თავის დასამკვიდრებლად. როგორც თავად ამბობს, კარგად გამოსდის ცეკვა. ასევე მუშაობს L’Oréal Paris წარმომადგენლად. ეშა გუფტა 34 წლის ეშას ბოლივუდში ინდოელ ანჯელინა ჯოლად მოიხსენიებენ. მართლაც ამ ორ მსახიობს შორის დიდია მსგავსება - აბურცული ტუჩები და მაგნიტისებრი მზერა. თავისი კარიერა ეშამ მანეკენობით დაიწყო, თუმცა მალევე მიიქცია კინემატოგრაფების ყურადღება და ბოლივუდში "გადავიდა". მას შემდეგ ის ხშირად ჩნდება ჟურნალების გარეკანზე და პოპულარული გმირების როლში. ეშა ასევე საფეხბურთო გუნდ "არსენალის" აქტიური გულშემატკივარია და რამდენიმე ხანი რომანიც კი ჰქონდა გუნდის ფეხბურთელთან, ექტორ ბელერინოსთან. დიპიკა პადუკონე დიპიკა პირველად სამოდელო აგენტებმა შეამჩნიეს. დიპიკა მალე გახდა კოსმეტიკის მწარმოებელი ფირმის Maybelline–ის საერთაშორისო წარმომადგენელი. თუმცა სამოდელო ცხოვრების პარალელურად გადაწყვიტა კინოკარიერაშიც ეცადა ბედი. მისის ეკრანული დებიუტი 2008 წელს შედგა, ფილმში "Aishwarya", იმავე წელს დააჯილდოვეს Filmfare Awards-ზე. ანუშკა შარმა 31 წლის ანუშკა შარმას არ აღელვებს, გადაიღებენ თუ არა ჰოლივუდურ ფილმებში, რადგან ინდოეთის მასშტაბით უკვე საკმაოდ პუპულარულია. მას ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად მსახიობად თვლიან. იგი უკვე 8-ჯერ იყო ნომინირებული Filmfare Awards-ის პრემიაზე. ვარსკვლავი დაქორწინებულია ცნობილ სპორტსმენ ვირატ კოჰლიზე (კრიკეტის მოთამაშე). წყვილს შვილი ჯერ არ ჰყავს. 4991 3-ს მოსწონს |