x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
ნათია ლაზაშვილის ტელეწამყვანობის გამო მისი მეუღლე მაღალანაზღაურებად სამსახურს ტოვებს
image


ინტერესთა კონფლიქტის გამო, ნათია ლაზაშვილის მეუღლე გიორგი ფრუიძე სამსახურს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით გავრცელდა. კომისიის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ფრუიძემ თანამდებობის დატოვების პროცედურები უკვე დაიწყო.


ინტერესთა კონფლიქტი კი გამოიხატება იმაში, რომ ფრუიძე კომუნიკაციების კომისიის წევრია, მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად კი, კომუნიკაციების კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომლის ოჯახის წევრიც ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.


ფრუიძე კომუნიკაციების კომისიაში ნათია ლაზაშვილის რუსთავი 2-ში დაბრუნებამდე მუშაობდა, ინტერესთა კონფლიქტი კი რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც განახლებული „კურიერი“ ეთერში გავიდა და მისი მთავარი გამოშვების წამყვანი ფრუიძის მეუღლე, ნათია ლაზაშვილი გახდა.



შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის წევრები ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობად მიიჩნევა საქართველოში, რომელთა თვიური სახელფასო სარგო 20 000 ლარს აღემატება.

1
887
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
887
  
2019, 4 ოქტომბერი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1